Magdalena Posted March 4, 2022 Posted March 4, 2022 კომპანია Oppo-მ გამოფენა MWC 2022-ზე დააანონსა სწრაფი დამუხტვა SuperVOOC სიმძლავრით 150 ვატი, რომელიც საშუალებას იძლევა 4500 მა/სთ მოცულობის ბატარეა 50%-მდე დაიმუხტოს 5 წუთში, 100%-მდე კი - 15 წუთში. მასთან ერთად გამოიყენება ბატარეის აღდგენის ტექნოლოგია „Battery Health Engine“ (BHE), რომლის წყალობით თითქმის ორმაგდება ბატარეის ქმედითუნარიანობის ხანგრძლივობა. OPPO-ს განცხადებით, ტექნოლოგია BHE გარანტიას იძლევა, რომ სმარტფონის ბატარეა შეინარჩუნებს თავდაპირველი მოცულობის 80%-ს დამუხტვის 1600 ციკლის შემდეგ, რაც ორჯერ აღემატება საწარმოო სტანდარტს. ტექნოლოგია გულისხმობს ძაბვის სიმძლავრის რეგულირებას უარყოფითი მუხტის მქონე ელექტროდების მუშაობაზე დამოკიდებულების შესაბამისად. 150-ვატიანი დამტენი SuperVOOC მუშაობს 20 ვოლტ ძაბვასა და 7.5 ამპერ სიმძლავრეზე. OPPO-მ განაცხადა, რომ ტექნოლოგია შემოწმდა გაგრილებასა და უსაფრთხოებაზე. აღსანიშნავია, რომ დამუხტვის ზემოთ მითითებული სიჩქარეები მიღწეულ იქნა სმარტფონებში, რომლებიც მუშაობდნენ თვითმფრინავის რეჟიმზე გამორთული ეკრანებით. ფოტოს წყარო: androidheadlines.com დავამატებთ, რომ კომპანია Realme-მაც დააანონსა სწრაფი 150-ვატიანი დამუხტვის ტექნოლოგია UltraDart. Realme ეკუთვნის BBK Electronics-ს, რომელიც კომპანია Oppo-ს (და OnePlus-ის) მშობელი კომპანიაა. 150-ვატიანი დამუხტვა UltraDart მახასიათებლებით SuperVOOC-ის მსგავსია, თუმცა Oppo-სგან განსხვავებით კომპანია Realme-მ დაასახელა პირველი მოწყობილობა ახალი ტექნოლოგიის მხარდაჭერით - ეს იქნება სმარტფონი GT Neo 3. ფოტოს წყარო: xda-developers.com SuperVOOC დამუხტვის მქონე OnePlus სმარტფონები ბაზარზე მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გამოვა. პარალელურად წარმოდგენილ იქნა SuperVOOC-ის უფრო მძლავრი, 240-ვატიანი ვერსიის მუშაობა. ეს ტექნოლოგია ჯერჯერობით შემუშავების ეტაპზეა. ამ შემთხვევაში შემოთავაზებულია 24 ვოლტი ძაბვა და 10 ამპერი სიმძლავრე. შედეგად შესაძლებელი იქნება 4500 მა/სთ მოცულობის ბატარეის 9 წუთში 100%-ით დამუხტვა. აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგია უსაფრთხო იქნება. კერძოდ, 13 სენსორი მონიტორინგს გაუწევს სხვადასხვა ელემენტის ტემპერატურას. https://tinyurl.com/mrxbwwb6 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.