Magdalena Posted March 3, 2022 Posted March 3, 2022 როგორც რესურსი VideoCardz განმარტავს, კომპანია NVIDIA-ს სერვერებზე ჰაკერების თავდასხმის შედეგად შემუშავებაში არსებული დრაივერების შესახებ ინფორმაცია ენთუზიასტების ხელში მოხვდა. მათ შეისწავლეს NVIDIA-ს სპეციალისტების მიერ გათვალისწინებული სამომავლო გრაფიკული პროცესორებისა და გამომთვლელი არქიტექტურის პირობითი დასახელებები. ფოტოს წყარო: ილინოისის უნივერსიტეტი Hopper და Ada Lovelace არქიტექტურების შემთხვევაში ყველაფერი მარტივადაა - პირველი მათგანი მოერგება გამომთვლების აჩქარების სეგმენტს, მეორე კი - გეიმინგს. არქიტექტურა Blackwell-ის შემთხვევაში დასაშვებია ვარაუდი, რომ ამგვარ სახელწოდებას Hopper-ის მემკვიდრე მიიღებს. ნებისმიერ შემთხვევაში, დევიდ ბლექველის ბიოგრაფიის საფუძველზე, რომელიც სპეციალიზირებული იყო სტატისტიკაში და გახლდათ კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი ასოციაცია გათვალისწინებული იყოს გეიმინგ არქიტექტურისთვის. პარალელურად, VideoCardz-მა ჩამოთვალა დრაივერებში აღმოჩენილი Ada Lovelace სერიის გეიმინგ გრაფიკული პროცესორების დასახელებები: AD102, AD103, AD104, AD106, AD107 და AD10B (ბოლო მათგანის შემთხვევაში 8-ის ნაცვლად რატომღაც “B“ აღმოჩნდა). Hopper არქიტექტურისთვის გათვალისწინებულია GH100 და GH202 სერიები, Blackwell თაობა კი წარმოდგენილია ჩიპებით GB100 და GB102. https://tinyurl.com/y2fk5dse Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.