Jump to content

Recommended Posts

Posted

როგორც რესურსი VideoCardz განმარტავს, კომპანია NVIDIA-ს სერვერებზე ჰაკერების თავდასხმის შედეგად შემუშავებაში არსებული დრაივერების შესახებ ინფორმაცია ენთუზიასტების ხელში მოხვდა. მათ შეისწავლეს NVIDIA-ს სპეციალისტების მიერ გათვალისწინებული სამომავლო გრაფიკული პროცესორებისა და გამომთვლელი არქიტექტურის პირობითი დასახელებები. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: ილინოისის უნივერსიტეტი 

Hopper და Ada Lovelace არქიტექტურების შემთხვევაში ყველაფერი მარტივადაა - პირველი მათგანი მოერგება გამომთვლების აჩქარების სეგმენტს, მეორე კი - გეიმინგს. არქიტექტურა Blackwell-ის შემთხვევაში დასაშვებია ვარაუდი, რომ ამგვარ სახელწოდებას Hopper-ის მემკვიდრე მიიღებს. ნებისმიერ შემთხვევაში, დევიდ ბლექველის ბიოგრაფიის საფუძველზე, რომელიც სპეციალიზირებული იყო სტატისტიკაში და გახლდათ კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი ასოციაცია გათვალისწინებული იყოს გეიმინგ არქიტექტურისთვის. 

პარალელურად, VideoCardz-მა ჩამოთვალა დრაივერებში აღმოჩენილი Ada Lovelace სერიის გეიმინგ გრაფიკული პროცესორების დასახელებები: AD102, AD103, AD104, AD106, AD107 და AD10B (ბოლო მათგანის შემთხვევაში 8-ის ნაცვლად რატომღაც “B“ აღმოჩნდა). Hopper არქიტექტურისთვის გათვალისწინებულია GH100 და GH202 სერიები, Blackwell თაობა კი წარმოდგენილია ჩიპებით GB100 და GB102. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.