Magdalena Posted February 28, 2022 Posted February 28, 2022 Apple-მა შეიტანა საპატენტო განაცხადი, რომელიც აღწერს კლავიატურაში ჩაშენებულ კომპიუტერს. მოწყობილობა გვევლინება ტრადიციული დესკტოპის და ლეპტოპის შემცვლელად - სისტემის მუშაობისთვის საჭიროა მხოლოდ მონიტორი. ფოტოს წყარო: patentlyapple.com რესურსი Patently Apple აღნიშნავს, რომ ბევრად უფრო მოსახერხებელია ჩაშენებული კომპიუტერის მქონე კლავიატურის ტრანსპორტირება, ვიდრე ლეპტოპის ან თუნდაც სისტემური ბლოკის. მაუსიც კი არ არის საჭირო - შეგიძლიათ ჩართოთ თაჩპედი ასეთ კლავიატურაში. როგორც Mac mini-ის შემთხვევაში, კომპიუტერის გამოსაყენებლად მხოლოდ მონიტორთან დაკავშირებაა საჭირო. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტით Apple არ აპირებს პორტატულობას შესწიროს წარმადობა, ამიტომ საპატენტო განაცხადში კონკრეტულად საუბრობს გაგრილების სისტემაზე: ჩაშენებული კომპიუტერის მქონე კლავიატურის კორპუსს გააჩნია მაღალი თბოგამტარობის ბაზა და გამომთვლელი ბლოკი პირდაპირ კავშირშია მასთან. ამრიგად პროცესორიდან მიღებული სითბო ეფექტურად იშლება და იფანტება მთელი მოწყობილობის ფართობზე. საპატენტო განაცხადი შეტანილ იქნა 2020 წლის აგვისტოში და აშშ-ის პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების სააგენტომ (USPTO) დოკუმენტი ახლახანს გამოაქვეყნა. როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება, მსგავსი მოწყობილობის გამოშვების შესახებ Apple-ის მხრიდან ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ არის. ხსენებული მოწყობილობა ამ სეგმენტში ინოვაციას არ წარმოადგენს: 80-იან წლებში ასეთი ფორმ-ფაქტორით გამოვიდა ამჟამად უკვე საკულტო ZX Spectrum და Commodore 64, 2009 წელს კი ASUS-მა გამოუშვა მსგავსი მოწყობილობა Eee Keyboard, ამჟამად კი ამ ფორმატს იყენებს Raspberry Pi 400. https://tinyurl.com/y75z2k3d Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.