Magdalena Posted February 28, 2022 Posted February 28, 2022 კომპანია Samsung ემზადება გამოფენა MWC 2022-ზე Galaxy Book2 Pro სერიის ლეპტოპების წარდგენისთვის, რომლებიც დამყარებულია Intel-ის ცენტრალურ და გრაფიკულ პროცესორებზე. ულტრათხელ და მსუბუქ, 13.3 და 15.6-დუიმიან ლეპტოპებს ექნება 21 საათამდე გაზრდილი ავტონომიური მუშაობის რესურსი. ინფორმაცია მობილური კომპიუტერების შესახებ ანონსის წინ გამოაქვეყნა რესურს 91 Mobiles-მა. ფოტოს წყარო: 91mobiles.com Samsung-ის ახალი ლეპტოპები დამზადებულია უახლეს პლატფორმა Intel EVO-ზე, რომელშიც წარმოდგენილია Alder Lake პროცესორები და დისკრეტული გრაფიკა Iris Xe. უფროს, 15.6-დუიმიან მოდელსაც დისკრეტული გრაფიკული ადაპტერი Arc Alchemist აქვს. ეს პრივილეგია გარკვეულ მსხვერპლს მოითხოვს, თუმცა უმნიშვნელოს: ცალკე ვიდეო დაფას გააჩნია გაგრილების დამატებითი სისტემა, ამიტომ ლეპტოპის წონა 1.11-დან 1.17 კგ-მდე იზრდება. Samsung Galaxy Book2 Pro სერიის ლეპტოპებს აქვს 5G და Wi-Fi 6E უახლესი სტანდარტების მხარდაჭერა. კვების მიწოდება ხდება 65-ვატიანი USB Type-C ინტერფეისის მეშვეობით, რაც იმას ნიშნავს, რომ ლეპტოპს არ სჭირდება დიდი ზომის ადაპტერი. Book2 Pro-სთან ერთად კორეულმა კომპანიამ უნდა წარადგინოს მოდელი Galaxy Book Pro 360 - ტრანსფორმერი ლეპტოპი მბრუნავი სენსორული ეკრანით. მოწყობილობების დეტალური მახასიათებლები ანონსის შემდეგ გახდება ცნობილი. https://tinyurl.com/6sxctthy Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.