Magdalena Posted February 24, 2022 Posted February 24, 2022 გარკვეული პერიოდის წინ გამოცხადდა, რომ Intel ქმნის ახალ ASIC ჩიპს სპეციალურად Bitcoin-მაინინგისთვის, სახელწოდებით - Bonanza Mine. ამჟამად გამოფენა ISSCC 2022-ზე ბევრი დეტალი გახდა ცნობილი ახალი მაინერული ჩიპის შესახებ: კომპანია ეცადა, მაქსიმალურად ბევრი ესაუბრა პროდუქტის საინტერესო მახასიათებლებზე. ჯერჯერობით ხელმისაწვდომია ცნობები BMZ1 ჩიპზე, თუმცა Intel-მა უკვე შექმნა ვერსია BMZ2, რომლის შესახებ მომავალში გააზიარებს დეტალებს. თავად ჩიპი BMZ1 შექმნილია კომპაქტურ კორპუს FCLGA-ში, კრისტალი ღია იქნება და მისი ზომაა 7х7.5 მმ. ჩიპის ზომა შეადგენს 4.14х3.42 მმ-ს, კრისტალის ფართობი კი - 14.16 კვადრატულ მილიმეტრს. ასეთი ზომები მეტად კომპაქტურია და კომპანიას უკეთესი პროდუქციის გამოშვების საშუალებას აძლევს, თანაც მაქსიმალური რაოდენობის ფირფიტების გამოყენებით. სილიკონის ერთ-ერთ ასეთ ფირფიტაზე ოთხი ათასამდე ჩიპი განთავსდა. Intel-ის ინფორმაციით გამოყენებული იქნება 7-ნანომეტრიანი ჩიპი, თუმცა ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რომელი. ყველა ჩიპს აქვს 258 მაინინგ-ძრავი, რომელთაც კრისტალის ფართობის 90% უკავიათ. დანარჩენი მნიშვნელოვანი მახასიათებლები ასეთია: ენერგომოხმარების საშუალო მაჩვენებელია - 7.5 ვატი. ჰეშრეითის საშუალო მაჩვენებელია - 137 გჰეშ/წმ. სამუშაო სიხშირის დიაპაზონი - 1.35-დან 1.6 გჰც-მდე. ტემპერატურა - 75 გრადუსი ცელსიუსით. ერთ მაინერში მოცემულია 300 ჩიპი, რაც მფლობელს 40 ტჰეშ/წმ სიმძლავრით უზრუნველყოფს, საშუალო ენერგომოხმარება 3600 ვატს შეადგენს. რა თქმა უნდა, ეს არ გახლავთ საუკეთესო გადაწყვეტილება ბაზარზე, რადგანაც Bitmain S19j XP უზრუნველყოფს 140 ტჰეშ/წმ სიმძლავრეს თანაც მხოლოდ 3010 ვატის მოხმარების პირობებში. უნდა აღინიშნოს, რომ აღწერილი მახასიათებლები აქტუალურია პირველი ვერსიის ჩიპისთვის, თუმცა როგორც ზემოთ ვთქვით, მეორე ვერსიაც უკვე ხელმისაწვდომია. https://tinyurl.com/54ard8mm Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.