Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Samsung Electronics დიდ ფსონს დებს ბოლო თაობის დრეკადი დისპლეების მქონე სმარტფონებზე, თუმცა ისინი ჯერ კიდევ ნიშ-პროდუქტებად რჩება. კორპორაცია Google-ს არ სურს ჩამორჩეს კორეულ გიგანტს, ამიტომ ემზადება, რათა მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში წარადგინოს Galaxy Z Fold 3-ის კონკურენტი, რომელიც მასზე იაფი იქნება. 

image.jpeg 

Samsung Galaxy Z Fold 3. ფოტოს წყარო: Samsung Electronics 

მსგავს ცნობებს აზიარებს ცნობილი ბლოგერი Ross Young. მისი თქმით, თავდაპირველად Google დრეკადი სმარტფონის წარდგენას გასული წლის ბოლოს აპირებდა, მაგრამ გეგმაზე უარი თქვა ეკონომიკური მიზეზით -  მოწყობილობა კონკურენციას ვერ უწევდა Samsung Electronics-ის ანალოგიურ მოწყობილობას. როგორც ჩანს, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში შესაძლებელი გახდება სირთულეების გადალახვა, რადგანაც სწორედ ამ დროს უნდა დაიწყოს Google-ის დასაკეცი სმარტფონნის მასობრივი წარმოება. მოსალოდნელია, რომ იგი დაახლოებით 15%-ით იაფი იქნება Samsung Galaxy Z Fold 3-თან შედარებით. 

ექსპერტების პროგნოზით Google-ის სმარტფონში გამეორებული იქნება სმარტფონ Samsung Galaxy Z Fold 3-ის დიზაინი, წარმოდგენილი იქნება შიდა დასაკეც დისპლეი 7 ან 8 დუიმი დიაგონალით, აგრეთვე დამხმარე დისპლეი კორპუსის გარე ნაწილზე. დრეკადი დისპლეის მქონე ჩინური მარკის სმარტფონები ძირითადად შიდა ბაზრებზე გავრცელდა, Google კი ეცდება ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში გამყარდეს. ამჟამად Google-ის წილი მსოფლიო სმარტფონების ბაზრის არაუმეტეს 1%-ს შეადგენს, თუმცა დრეკადი სმარტფონებისადმი ინტერესი მეტყველებს კომპანიის გეგმაზე - გაიმყაროს პოზიციები. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.