Magdalena Posted February 23, 2022 Posted February 23, 2022 კომპანია Samsung Electronics დიდ ფსონს დებს ბოლო თაობის დრეკადი დისპლეების მქონე სმარტფონებზე, თუმცა ისინი ჯერ კიდევ ნიშ-პროდუქტებად რჩება. კორპორაცია Google-ს არ სურს ჩამორჩეს კორეულ გიგანტს, ამიტომ ემზადება, რათა მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში წარადგინოს Galaxy Z Fold 3-ის კონკურენტი, რომელიც მასზე იაფი იქნება. Samsung Galaxy Z Fold 3. ფოტოს წყარო: Samsung Electronics მსგავს ცნობებს აზიარებს ცნობილი ბლოგერი Ross Young. მისი თქმით, თავდაპირველად Google დრეკადი სმარტფონის წარდგენას გასული წლის ბოლოს აპირებდა, მაგრამ გეგმაზე უარი თქვა ეკონომიკური მიზეზით - მოწყობილობა კონკურენციას ვერ უწევდა Samsung Electronics-ის ანალოგიურ მოწყობილობას. როგორც ჩანს, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში შესაძლებელი გახდება სირთულეების გადალახვა, რადგანაც სწორედ ამ დროს უნდა დაიწყოს Google-ის დასაკეცი სმარტფონნის მასობრივი წარმოება. მოსალოდნელია, რომ იგი დაახლოებით 15%-ით იაფი იქნება Samsung Galaxy Z Fold 3-თან შედარებით. ექსპერტების პროგნოზით Google-ის სმარტფონში გამეორებული იქნება სმარტფონ Samsung Galaxy Z Fold 3-ის დიზაინი, წარმოდგენილი იქნება „შიდა“ დასაკეცი დისპლეი 7 ან 8 დუიმი დიაგონალით, აგრეთვე დამხმარე დისპლეი კორპუსის გარე ნაწილზე. დრეკადი დისპლეის მქონე ჩინური მარკის სმარტფონები ძირითადად შიდა ბაზრებზე გავრცელდა, Google კი ეცდება ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში გამყარდეს. ამჟამად Google-ის წილი მსოფლიო სმარტფონების ბაზრის არაუმეტეს 1%-ს შეადგენს, თუმცა დრეკადი სმარტფონებისადმი ინტერესი მეტყველებს კომპანიის გეგმაზე - გაიმყაროს პოზიციები. https://tinyurl.com/mt8ynpjk Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.