Jump to content

Recommended Posts

Posted

დიდია ალბათობა, რომ ევროკავშირის კანონმდებლები და წევრი ქვეყნები დაამტკიცებენ საერთო პორტს სმარტფონების, პლანშეტების, ყურსასმენებისა და სხვა ელექტრონიკისთვის მომავალი წლის დადგომამდე. ამის შესახებ განაცხადა ადგილობრივმა პარლამენტარმა, რომელიც შესაბამის პროექტს კურირებს. ცნობილია, რომ ეს ინიციატივა აქტიურად კრიტიკდება Apple-ის მხრიდან. 

image.jpeg 

ევროკომისიამ საერთო დამტენი პორტის დამტკიცების ინიციატივა ათი წლის წინ წამოაყენა, მაგრამ კანონპროექტი მხოლოდ გასულ წელს მომზადდა მას შემდეგ, რაც თავად მწარმოებლები ვერ თანხმდებოდნენ საერთო ტექნიკურ გადაწყვეტილებაზე. 

iPhone-ისა და Android-ის მომხმარებლები დიდი ხანია ჩივიან, რომ სხვადასხვა დამტენი მოწყობილობის გამოყენება უწევთ. თუკი iPhone იმუხტება Lightning ინტერფეისის მეშვეობით, თანამედროვე Android-მოდელებში USB Type-C პორტი გამოიყენება. 2018 წლის სტატისტიკის თანახმად სმარტფონების ნახევარშ გამოიყენებოდა USB micro-B, 29%-ში - USB Type-C, 21 %-ში კი -  Lightning. ამჟამად ბალანსი მნიშვნელოვნად შეიცვალა USB Type-C-ს სასარგებლოდ. 

პარლამენტარ Alex Agius Saliba-ს თქმით ამ საკითხზე კენჭისყრა შესაძლოა მაისში ჩატარდეს, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება ცალკეულ ქვეყნებთან მსჯელობის დაწყება საბოლოო კანონპროექტზე. „საქმე წლის ბოლომდე გაკეთდება. ეს არის ჩვენი ჩანაფიქრი - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ყურადღება მხოლოდ სმარტფონებზე არ გამახვილდება. 

პარლამენტარის აზრით საერთო პორტი აუცილებლად უნდა დაინერგოს ელექტრონულ წიგნებში, დაბალი ენერგომოხმარების ლეპტოპებში, კლავიატურებში, მაუსებში, ყურსასმენებში, სმარტ-საათებსა და ელექტრო სათამაშოებში - ევროკომისიის წინადადებაში ადრე ნახსენები იყო მხოლოდ სმარტფონები, პლანშეტები და ყურსასმენები. პარლამენტარს დამატებით სურს, რომ ევროკომისიამ 2025 წლისთვის განახორციელოს უსადენო დამტენი ინფრასტრუქტურის „ჰარმონიზაცია“. 

კანონი ერთი უნივერსალური პორტის შესახებ, მისი თქმით, შეიძლება ძალაში შევიდეს მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ (ადრე ვარაუდობდნენ, რომ გარდამავალი პერიოდი გაგრძელდებოდა ორი წელი), ამ დრომდე მწარმოებლებმა უნდა მოარგონ თავიანთი მოწყობილობები. Apple-მა უკვე განაცხადა, რომ ევროკავშირის ინიციატივას შეიძლება უარყოფითი გავლენა ჰქონდეს ინოვაციებზე და შედეგი იქნება ელექტრონული ნარჩენების გროვა, თუკი კანონმდებლები აიძულებენ მომხმარებლებს - გადაერთონ ახალ დამტენებზე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.