Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Xiaomi-ს მიერ შექმნილი გეიმინგ სმარტფონების ბრენდი Black Shark მალე დააანონსებს მოწყობილობებს Black Shark 5-სა და 5 Pro-ს. ამ სმარტფონების მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ჩინეთის სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობების სერტიფიცირების (TENAA) ვებ-გვერდზე.  

image.jpeg 

აქ და ქვემოთ: სმარტფონი Black Shark 4/ წყარო: Black Shark 

Black Shark 5 მოდელს ექნება 6.67-დუიმიანი AMOLED FHD+ დისპლეი ჩაშენებული დაქტილოსკოპიური სკანერით. მოწყობილობას საფუძვლად უდევს რვაბირთვიანი პროცესორი ტაქტის სიხშირით 3.2 გჰც-მდე (სავარუდოდ, Snapdragon 8 სერიის ჩიპი). ბაზარზე გამოვა მოდიფიკაციები 8 და 12 გბ ოპერატიული მეხსიერებით. ფლეშ-მეხსიერების მოცულობა იქნება 128 ან 256 გბ. 

სმარტფონის ზომაა 163.83 × 76.25 × 10.37 მმ და იწონის 223 გრამს. წინა პანელზე განთავსებულია 13-მეგაპიქსელიანი კამერა, უკანა პანელზე - სამი კამერა 64-მეგაპიქსელიანი ძირითადი სენსორით. 

 

:image.jpeg 

უფრო მძლავრ სმარტფონ Black Shark 5 Pro-ს ასევე ექნება 6.67-დუიმიანი FHD+ AMOLED ეკრანი. გამომთვლელი დატვირთვა დაეკისრება ჩიპ Snapdragon 8 Gen 1-ს. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა იქნება 8, 12 ან 16 გბ, ფლეშ-მეხსიერება - 256 ან 512 გბ. ძირითადი კამერის შემადგენლობაში შევა 108-მეგაპიქსელიანი სენსორი. 

ორივე სმარტფონს ექნება 4650 მა/სთ მოცულობის ბატარეა 120-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით. ღირებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით მიუწვდომელია. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.