Magdalena Posted February 17, 2022 Posted February 17, 2022 კომპანია Xiaomi-ს მიერ შექმნილი გეიმინგ სმარტფონების ბრენდი Black Shark მალე დააანონსებს მოწყობილობებს Black Shark 5-სა და 5 Pro-ს. ამ სმარტფონების მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ჩინეთის სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობების სერტიფიცირების (TENAA) ვებ-გვერდზე. აქ და ქვემოთ: სმარტფონი Black Shark 4/ წყარო: Black Shark Black Shark 5 მოდელს ექნება 6.67-დუიმიანი AMOLED FHD+ დისპლეი ჩაშენებული დაქტილოსკოპიური სკანერით. მოწყობილობას საფუძვლად უდევს რვაბირთვიანი პროცესორი ტაქტის სიხშირით 3.2 გჰც-მდე (სავარუდოდ, Snapdragon 8 სერიის ჩიპი). ბაზარზე გამოვა მოდიფიკაციები 8 და 12 გბ ოპერატიული მეხსიერებით. ფლეშ-მეხსიერების მოცულობა იქნება 128 ან 256 გბ. სმარტფონის ზომაა 163.83 × 76.25 × 10.37 მმ და იწონის 223 გრამს. წინა პანელზე განთავსებულია 13-მეგაპიქსელიანი კამერა, უკანა პანელზე - სამი კამერა 64-მეგაპიქსელიანი ძირითადი სენსორით. : უფრო მძლავრ სმარტფონ Black Shark 5 Pro-ს ასევე ექნება 6.67-დუიმიანი FHD+ AMOLED ეკრანი. გამომთვლელი დატვირთვა დაეკისრება ჩიპ Snapdragon 8 Gen 1-ს. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა იქნება 8, 12 ან 16 გბ, ფლეშ-მეხსიერება - 256 ან 512 გბ. ძირითადი კამერის შემადგენლობაში შევა 108-მეგაპიქსელიანი სენსორი. ორივე სმარტფონს ექნება 4650 მა/სთ მოცულობის ბატარეა 120-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით. ღირებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით მიუწვდომელია. https://tinyurl.com/2p9c8fms Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.