GLRT-d Posted February 16, 2022 Posted February 16, 2022 მოგესალმებით მეგობრები, რამდენიმე თვის წინ შევიძინე ახალი rtx 3080 მაინინგზე მქონდა ჩართული დაახლოვებით 1 კვირა, ამის შემდეგ დაეწყო პრობლემები, ითიშებოდა, ხან გამოსახულება არ გამოქონდა, ხან სხვა ბარათს თიშავდა.... მოკლედ საგარანტიოზეც ვერაფერი გაუგეს, ვერც ხელოსანმა ვერაფერი გაუგო... რამდენიმე კვებაზე ვცადე Deep cool 850w full modular gold , gigabyte 1000w full modular gold ზე. ცალკე სისტემაზე, რომ ვრთავდი ირთვებოდა, ხან მუშაობდა, მაგრამ როგორც კი furmark ზე ვუშვებდი 2, 3 წუთში ითიშებოდა ეკრანი შავდებოდა და მერე თავისით სწორდებოდა.. მოკლედ ვერაფერი გავიგე რა ჭირს იქნებ დამეხმაროთ, ინტერნეტში ვნახე, რომ რაღაც ხარვეზე ჰქონია მაგ კარტებს, მაგრამვერაფერი გავიგე,უკანაც არ იბრუნებენ გარანტა არ მომცა მაღაზიამ 1 კვირაზე მეტი. პ.ს. ერთერთმა ხელოსანმა, გავტესტე და მუშაობსო... მოვიტანე მართლაც იმუშავა ცალკე მაინერზე მქონდა დაერთებული და 5 დღეში ისევ აურია Quote
George Posted February 16, 2022 Posted February 16, 2022 რაზე ამაინინგებ, ეთერეუმზე სერიოზულათ ხურდება GDDR6X კარტები, რა ტემპერატურა აქვს VRAM შეგიძლია დააფიქსირო მაინინგის დროს, შეიძლება თერმობალიშების გამოცვლამ უშველოს თუ მაგის გამო ახურებს, ანუ 100 გრადუსს არტყამს ლამის მაინინგში VRAM ტემპერატურა და მაგის გამო შეიძლება ქონდეს პრობლემები, თერმობალიშების გამოცვლით და კარგი თერმობალიშების დაყენების შემდეგ ასე 10-15 გრადუსით ეცემა ტემპერატურა და უკვე აღარაა საშიში რომ გაუბერავს კარტა, შეიძლება რამე დეფექტიც ქონდეს სხვა სახის ვერ გეტყვი Quote
GLRT-d Posted February 16, 2022 Author Posted February 16, 2022 ეს მეც ვიფიქრე, მიტანილი მქონდა პროფესიონალ ხელოსანთან და ტექნიკურად არაფერი სჭირსო(ვერაფერი გაუგო) მოკლედ არ ვიცი, 6200 ლარი გადავყარე ასე გამოვიდა.... რაღაც ამოუცნობი პრობლემა აქვს. საქმე იმაშია, რომ furmark ზეც ითიშება. Quote
ottko Posted February 16, 2022 Posted February 16, 2022 სტოკი ბიოსი აყენია ? ეგ შეამოწმე თუ სტოკი აყენია და სხვადასხვა სისტემაზე იგივეს შვრება და 3d mark ის სტრესს ტესტს ვერ გადის ბრაკია რაღცამ აურია კვების ფაზებმა მემორიმ ან გრაფიკულმა ჩიპმა Quote
George Posted February 16, 2022 Posted February 16, 2022 მეც დეფექტიანი კარტა მგონია უფრო, ანდერვოლტი გაუკეთე და ცოტათი დაუკელი კორზე და მემორიზე სიხშირეებს, თუ მაინც ვერ გამოსწორდა ესე იგი ბრაკი კარტა შეგხვდა Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.