Magdalena Posted February 12, 2022 Posted February 12, 2022 კომპანია Xiaomi-მ წლის მეორე ნახევარში MIX სერიის განახლება დაგეგმა. ახალი თაობის ფარგლებში წარდგენილი იქნება ორი სმარტფონი - Xiaomi MIX 5 და მისი Pro ვერსია. მოდელებს ექნება როგორც საერთო, ასევე განსხვავებული მახასიათებლები. ორივე ფლაგმანში წარმოდგენილი იქნება 4-ნანომეტრიანი ერთკრისტალიანი სისტემა Snapdragon 8 Gen1+. ეს ჩიპი იქნება Snapdragon 8 Gen1 მოდელის აჩქარებული ვერსია. მობილურ პროცესორს კვლავ ექნება Cortex-X2 ბირთვები და გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno 730. Xiaomi MIX 5 მოდელში გამოყენებული იქნება სტანდარტული Full HD+ დისპლეი 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. შესაძლოა, მასში მოცემული იყოს კომპანია Samsung-ის AMOLED E4 პანელი. Pro ვერსიას კი ექნება LTPO 2.0 ტექნოლოგიით დამზადებული უფრო მეტად მოწინავე მატრიცა Samsung AMOLED E5. მისი გაფართოვება WQHD+-მდე გაიზრდება. Xiaomi MIX 5 Pro იქნება მსოფლიოში პირველი სმარტფონი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ძირითადი კამერის 50-მეგაპიქსელიანი ოთხი მოდული. მათში გამოყენებული იქნება სტანდარტული და ულტრაფართოკუთხიანი მოდულები, აგრეთვე ორი ტელეობიექტივი. სტანდარტულ მოდელს ექნება მხოლოდ სამი 50-მეგაპიქსელიანი სენსორი და არ ექნება გრძივი ტელეფოტომოდული. აღსანიშნავია, რომ სამი 50-მეგაპიქსელიანი კამერის მქონე სმარტფონი საზოგადოებას უკვე ნანახი აქვს - ეს არის Xiaomi 12 Pro. უფრო მეტიც, ბაზარზე უკვე არსებობს მოწყობილობები სამი 64-მეგაპიქსელიანი სენსორით - ZTE Axon 30 Ultra. MIX სერიის ორივე მოდელს ექნება 120-ვატიანი სადენიანი და 50-ვატიანი უსადენო დამუხტვის მხარდაჭერა, აგრეთვე საფირმო ჩიპი Surge C2. Xiaomi MIX 5-ის ბატარეის მოცულობა შეადგენს 4600 მა/სთ-ს, Pro ვერსიისა - 5000 მა/სთ-ს. მომავალი თაობის ფლაგმანები გამოვა პროგრამულ უზრუნველყოფა MIUI 13-ით, რომელსაც საფუძვლად ედება ოპერაციული სისტემა Android 12. https://tinyurl.com/364ddr4e Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.