Magdalena Posted February 12, 2022 Posted February 12, 2022 კომპანია Samsung-მა Galaxy S22 სმარტფონებთან ერთად წარადგინა ფლაგმანური პლანშეტები Galaxy Tab S8. სერიაში სულ შევიდა სამი მოდელი: საბაზისო Galaxy Tab S8, უფრო მოზრდილი Galaxy Tab S8+ და ყველაზე დიდი ტოპ-ვერსია Galaxy Tab S8 Ultra. საბაზისო მოდელ Galaxy Tab S8-ს აქვს 11-დუიმიანი თხევადკრისტალური ეკრანი გაფართოებით 2560 × 1600 პიქსელი და კადრის განახლების სიხშირით - 120 ჰერცი. Galaxy Tab S8+ მოდელს აქვს 12.4-დუიმიანი AMOLED ეკრანი 2800 × 1752 პიქსელი გაფართოებით და ასევე 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. და ბოლოს, Galaxy Tab S8 Ultra-ს გააჩნია 14.6-დუიმიანი AMOLED დისპლეი გაფართოებით 2960 × 1848 პიქსელი, კადრის განახლების სიხშირე მის შემთხვევაშიც 120 ჰერცს შეადგენს. სამივე მოდელზე მხარდაჭერილია S Pen სტილუსი, რომელიც მიწოდების ნაკრებში შედის. ყველა პლანშეტს საფუძვლად უდევს ფლაგმანური პროცესორი Qualcomm Snapdragon 8 Gen 1, რომელიც შეიცავს რვა ბირთვს 3 გჰც-მდე სიხშირით. Galaxy Tab S8 და Tab S8+ მოდელები ხელისაწვდომი იქნება მხოლოდ 8 გბ ოპერატიული მეხსიერებით, მათ შიდა მეხსიერება კი იქნება 128 ან 256 გბ. Galaxy Tab S8 Ultra-ს შემთხვევაში ხელმისაწვდომი იქნება მოდელები 8, 12 და 16 გბ ოპერატიული და 128, 256 და 512 გბ შიდა მეხსიერებით, შესაბამისად. სამივე პლანშეტს აქვს AKG-ის აუდიოსისტემა ოთხი დინამიკით და მოცულობითი ხმის მხარდაჭერით. პლანშეტების უკანა კამერაც ყველა მოდელში იდენტურია: მასში შედის 13-მეგაპიქსელიანი ძირითადი მოდული 6-მეგაპიქსელიან ფართოკუთხიან სენსორთან ერთად. Galaxy Tab S8 და Tab S8+ მოდელებს 12-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა აქვთ, უფროს Galaxy Tab S8 Ultra-ს შემთხვევაში მხარდაჭერილია ორი ფრონტალური კამერა წყვილი 12-მეგაპიქსელიანი მოდულით, ესენია ძირითადი და ფართოკუთხიანი სენსორები. აღსანიშნავია, რომ ფრონტალური კამერის მოდულები განთავსებულია ეკრანზე არსებულ პატარა ჭრილში - შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პირველი პლანშეტი „წინამოთი“. Samsung გვთავაზობს პლანშეტების ვერსიებს როგორც მხოლოდ Wi-Fi-ს, აგრეთვე Wi-Fi, 5G და LTE მხარდაჭერით. Galaxy Tab S8-ს ბატარეის მოცულობაა 8000 მა/სთ, Galaxy Tab S8+-ის - 10090 მა/სთ, ხოლო Galaxy Tab S8 Ultra-სი - 11200 მა/სთ. ბოლო მათგანის ავტონომიური მუშაობის დრო 14 საათს შეადგენს. ყველა მოდელში მხარდაჭერილია 45-ვატიანი სწრაფი დამუხტვა. ფასებს რაც შეეხება, Galaxy Tab S8-ს ფასი იწყება დაახლოებით 870 აშშ დოლარიდან, Galaxy Tab S8+-ის - 1097 $-დან, Galaxy Tab S8 Ultra-ს ფასი კი - 1432 აშშ დოლარიდან. გაყიდვები უკვე დაწყებულია. https://tinyurl.com/u573uae5 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.