Magdalena Posted February 11, 2022 Posted February 11, 2022 კომპანია ASUS-მა დააანონსა 2022 წლის ვერსიის პორტატული კომპიუტერი ROG Magic 16 პროცესორით Intel Alder Lake და NVIDIA-ს დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებლით. ნოუთბუქში დაყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 11. ფოტოს წყარო: ASUS ლეპტოპს აქვს 16-დუიმიანი დისპლეი გაფართოებით 2560 × 1600 პიქსელი და გვერდების შეფარდებით 16:10. DCI-P3 ფერთა გამა 100%-ს აღწევს, სიკაშკაშე - 500 კდ/მ2-ს. რეალიზებულია Dolby Vision მხარდაჭერა. პანელის კადრის განახლების სიხშირეა 165 ჰერცი. მოწყობილობაში განთავსებულია პროცესორი Core i7-12700H. მასში შედის 14 ბირთვი, რომელთაგან ექვსი მაღალი წარმადობისაა, რვა კი - ენერგოეფექტური. ტურბო-რეჟიმში მაქსიმალური ტაქტის სიხშირე 4.7 გჰც-ს შეადგენს. ლეპტოპში წარმოდგენილია ვიდეო დაფა GeForce RTX 3060, 16 გბ DDR5 ოპერატიული მეხსიერება და M.2 ფორმატის მყარი დისკი 512 გბ მოცულობითა და PCIe 4.0 ინტერფეისით. ბატარეის მოცულობაა 90 ვტ/სთ. დანარჩენ მახასიათებლებში შედის აუდიოსისტემა Dolby Atmos, Wi-Fi 6E ადაპტერი 2,4, 5 და 6 გჰც სიხშირის დიაპაზონის მხარდაჭერით, microSD სლოტი, ორი პორტი USB 3.2 Gen 2 Type-A, ინტერფეისები HDMI და Thunderbolt 4. გაგრილების სისტემა Glacier Cooling 2.0-ში გამოყენებულია ექვსი სითბური მილი და ორი ქულერი. ASUS ROG Magic 16-ის ფასი დაახლოებით 1570 აშშ დოლარი იქნება. https://tinyurl.com/2p82v7rs Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.