Magdalena Posted February 10, 2022 Posted February 10, 2022 კომპანია Dell-მა წარადგინა ორი მონიტორი 4K UltraSharp, რომლებშიც LG Display-ს ტექნოლოგია IPS Black გამოიყენება, რომელიც უზრუნველყოფს 35%-ით უფრო ღრმა შავ ფერს თანამედროვე IPS დისპლეებთან შედარებით. ახალ U2723QE და U3223QE მოდელებს აქვთ ექვსპორტიანი USB-ჰაბი USB 3.2 Gen 2 (10 გბ/წმ), ამასთან მთავარ USB-C პორტს შეუძლია უზრუნველყოს 90 ვატი სიმძლავრე USB-PD-ის მეშვეობით, აგრეთვე მხარდაჭერილია ალტერნატიული რეჟიმი DP 1.4. USB ჰაბი მუშაობს KVM რეჟიმში, რომელიც დღეისათვის სტანდარტული ფუნქცია ხდება მაღალი დონის ბევრი დისპლეის შემთხვევაში. ერთი USB 3.2 Gen 2 შემოიფარგლება მხოლოდ 15 ვატით, მეორე USB 3.2 Gen 2 პორტი განკუთვნილია მხოლოდ USB მონაცემების სიგნალებისთვის. მონიტორების ტრადიციულ ინტერფეისებში შედის HDMI 2.0, DP 1.4, აგრეთვე დისპლეის დაკავშირებისთვის საჭირო ინტერფეისი. აგრეთვე ხელმისაწვდომია RJ45 სადენიანი ქსელისთვის და 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. ახალი მონიტორების კონტრასტულობის მაჩვენებელია 2000:1, კადრის განახლების სიხშირე - 60 ჰერცი, მაქსიმალური სიკაშკაშე - 400 კდ/მ². რეაქციის დრო 8 მილიწამს შეადგენს - თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ხსენებული მონიტორები გეიმინგ მოდელები არ არის, ამ მახასიათებელს დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება. ენერგომოხმარება შეადგენს 25.9 ვატს 27-დუიმიანი მოდელის შემთხვევაში და 29.4 ვატს - 32-დუიმიან მოდელში, თუმცა ორივე მოდელი მოიხმარს 220 ვატამდე ენერგიას დიდი რაოდენობით USB მოწყობილობებთან დაკავშირების შემთხვევაში. Dell U2723QE და U3223QE მონიტორების ფასი შეადგენს 779.99 და 1149.99 აშშ დოლარს, შესაბამისად. https://tinyurl.com/yfesbvkk Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.