Jump to content

Recommended Posts

Posted

Samsung აპირებს 9 თებერვალს წარადგინოს Galaxy S22 სერიის უახლესი ფლაგმანური სმარტფონები, თუმცა კომპანიამ უკვე გაასაჯაროვა პრემიერასთან დაკავშირებული გარკვეული დეტალები. კერძოდ, კომპანიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ახალ, ეკოლოგიურ მასალებზე, რომლებიც სამომავლო მოწყობილობებში გამოიყენება. 

image.jpeg 

წყარო: A_Different_Perspective/pixabay.com 

კომპანიის მონაცემების თანახმად ახალი Galaxy ხაზის სმარტფონების წარმოებაში გამოყენებული იქნება ზღვებში მიტოვებული სათევზაო ბადეები. „ამ მასალის გამოყენება ნიშნავს ახალ ნაბიჯს ჩვენს Galaxy for the Planet მოგზაურობაში, რომლის მიზანია შევამციროთ გავლენა გარემოზე და დავეხმაროთ Galaxy-ქომიუნითის - გადავიდნენ უფრო ეკოლოგიური ცხოვრების სტილზე“ - განაცხადა Samsung-მა. 

კომპანიას არ დაუკონკრეტებია, ახალი მასალების რამდენი პროცენტი იქნება გამოყენებული სამომავლო S-სერიის ფლაგმანებში. არაოფიციალური ცნობების თანახმად სმარტფონების კორპუსი უფრო მეტად ლითონისა და მინისგან იქნება დამზადებული, ვიდრე პლასტმასისგან, რომელიც სათევზაო ბადეებისგან მიიღება.  

როგორც Samsung აცხადებს, მიტოვებული ბადეები საგანგაშო მაჩვენებლით არღვევენ ეკოსისტემის ფაქიზ წონასწორობას. ამ მასალების შეგროვება და ხელმეორედ გამოყენება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ოკეანეების და მთლიანად პლანეტის სისუფთავის შენარჩუნებაში. კომპანიამ პირობა დადო, რომ ახალი მასალების შესახებ უფრო მეტს ისაუბრებს ფლაგმანური სმარტფონების პრემიერაზე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.