Magdalena Posted February 7, 2022 Posted February 7, 2022 Bitcoin-მა დააფიქსირა ყველაზე დიდი ზრდა ოქტომბრის შემდეგ, რადგანაც ინვესტორები კვლავ დაინტერესდნენ სარისკო აქტივებით ფინანსურ ბაზრებზე არსებული არასტაბილური პერიოდის შემდეგ. საბაზრო ღირებულებით უმსხვილესი კრიპტოვალუტის ფასი გაიზარდა 10%-ზე მეტით 40520 აშშ დოლარამდე. Ethereum-ის შემთხვევაში დაფიქსირდა 12%-ზე მეტი ზრდა 2947 ათას აშშ დოლარამდე. ძირითადი კრიპტოვალუტების ფასი გაიზარდა, რადგან მეოთხე კვარტალში Amazon-ის მაღალმა შემოსავალმა გაამყარა ინვესტორების ნდობა ტექნოლოგიური კომპანიების აქციებისადმი, რომელთა ღირებულება ბოლო თვეებში ციფრული ვალუტების სინქრონულად იცვლებოდა. „იმ ფაქტმა, რომ Amazon-ის მოგება წავიდა Apple-ის, Microsoft-ისა და Google-ის, და არა Meta-ს გზით, ინვესტორებში დანერგა მეტი რწმენა იმის შესახებ, რომ მათ შეუძლიათ დაუბრუნდნენ სარისკო აქტივებით ვაჭრობას“ - განაცხადა ფინანსური კომპანია Miller Tabak + Co-ს ბაზრის მთავარმა სტრატეგმა Matt Maley-იმ. ფოტოს წყარო: CoinDesk კრიპტოვალუტების ღირებულების სწრაფი ვარდნა სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც ტექნოლოგიური კომპანიების აქციებისა და სხვა სარისკო აქტივების ფასი შემცირდა ინვესტორების შეშფოთების ფონზე აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთის მოსალოდნელი ზრდისა და მთელ მსოფლიოში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტენდენციის გამო. „მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრების საფრთხე, ამჟამად კაპიტალის ბევრ ბაზარზე ჩამოყალიბდა მოსაზრება, რომ 50 საბაზისო პუნქტით განაკვეთის გაზრდა გათვლილია საფონდო ბაზრებზე ცოტა ხნის წინანდელი მოძრაობის გათვალისწინებით“ - განაცხადა ტრეიდინგ კომპანია Alpha Impact-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა Hayden Hughes-მა. ფოტოს წყარო: CoinDesk ექსპერტების აზრით კრიპტოვალუტების ფასების ზრდაზე სხვა მიზეზებთან ერთად ნაწილობრივ გავლენა მოახდინა ჩრდულოამერიკულმა Bitcoin-მაინინგ კომპანია Marathon Digital Holdings-ის განცხადებამ, რომ გეგმავს, საკუთარი კრიპტოვალუტების მარაგი დაახლოებით 8595 Bitcoin-ამდე გაზარდოს. დასასრულს დავამატებთ, რომ კარგი დინამიკის მიუხედავად Bitcoin-ის ფასი ჯერ კიდევ შორს არის ისტორიული მაქსიმალური 69 ათასი აშშ დოლარისგან, რომელიც გასული წლის ნოემბერში იქნა მიღწეული. https://tinyurl.com/5eryy6fc Quote
George Posted February 7, 2022 Posted February 7, 2022 ეგ ინფო ცოტათი მოძველდა უკვე, რახან ეხლახან აარტყა 44000$ ლამის უკვე ბიტკოინმა და ეთერეუმიც ასე 3150$ უახლოვდება, ამ ეტაპზე ბიტკოინი უფრო კარგ ფორმაშია, თუმცა რამდენიმე დღის წინ ეთერეუმი უფრო სწრაფათ იზრდებოდა და მიუახლოვდა 3000$ Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.