Magdalena Posted February 4, 2022 Posted February 4, 2022 სმარტფონის შეძენისას დიდ როლს თამაშობს ფერის შერჩევა. კომპანია Realme-მ გადაწყვიტა მომხმარებლები არჩევანის სირთულისგან ეხსნა. ოფიციალური ვიდეო-თიზერის თანახმად სამომავლო Realme 9 Pro-სა და 9 Pro Plus-ს ექნებათ კორპუსი, რომელსაც შეეძლება ფერის შეცვლა ეფექტის მეშვეობით, სახელად Light Shift Design. ფოტოს წყარო: Realme ნორმალურ პირობებში კორპუსის შეფერილობა იქნება ლურჯი, თუმცა კაშკაშკა მზის შუქზე ან სხვა ულტრაიისფერ განათებაზე მოწყობილობის უკანა პანელი იცვლის ფერს და გახდება აგურისფერ-წითელი დაახლოებით ხუთი წამის განმავლობაში. Realme აცხადებს, რომ ხსენებული ფერები შერჩეულ იქნა მზის ჩასვლის შეფერილობისგან მიღებული შთაგონებით. უნდა აღინიშნოს, რომ Realme 9 Pro და 9 Pro Plus არ იქნება პირველი მოწყობილობები ბაზარზე, რომლებშიც ასეთი ეფექტი გამოიყენება. ანალოგიური შესაძლებლობა აქვს გასულ თვეში გამოსულ Vivo V23 Pro-ს. არაოფიციალური ცნობების თანახმად Realme 9 Pro აგებული იქნება ჩიპსეტ Qualcomm Snapdragon 695-ის ბაზაზე. მოწყობილობას ექნება ძირითადი კამერა სამი მოდულით, რომელთაგან მთავარი სენსორი 64-მეგაპიქსელიანია, ასევე ექნება 6.59-დუიმიანი თხევადკრისტალური ეკრანი Full HD+ გაფართოებით და 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. მასზე „უფროსი“ Realme 9 Pro Plus დამყარებული იქნება MediaTek Dimensity 920 ჩიპზე, ექნება 6.43-დუიმიანი AMOLED-ეკრანი გაფართოებით Full HD+ და კადრის განახლების სიხშირით - 90 ჰერცი. სმარტფონის სამმოდულიანი ძირითადი კამერა მოიცავს 50-მეგაპიქსელიან სენსორ Sony IMX766-ს, რომელიც ფლაგმანებში გვხვდება. მოსალოდნელია, რომ ახალი სმარტფონების წარდგენა შედგება 15 თებერვალს ღონისძიებაზე. https://tinyurl.com/yc8bxc5u Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.