Jump to content

Recommended Posts

Posted

სმარტფონის შეძენისას დიდ როლს თამაშობს ფერის შერჩევა. კომპანია Realme-მ გადაწყვიტა მომხმარებლები არჩევანის სირთულისგან ეხსნა. ოფიციალური ვიდეო-თიზერის თანახმად სამომავლო Realme 9 Pro-სა და 9 Pro Plus-ს ექნება კორპუსი, რომელსაც შეეძლება ფერის შეცვლა ეფექტის მეშვეობით, სახელად Light Shift Design. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Realme 

ნორმალურ პირობებში კორპუსის შეფერილობა იქნება ლურჯი, თუმცა კაშკაშკა მზის შუქზე ან სხვა ულტრაიისფერ განათებაზე მოწყობილობის უკანა პანელი იცვლის ფერს და გახდება აგურისფერ-წითელი დაახლოებით ხუთი წამის განმავლობაში. Realme აცხადებს, რომ ხსენებული ფერები შერჩეულ იქნა მზის ჩასვლის შეფერილობისგან მიღებული შთაგონებით. უნდა აღინიშნოს, რომ Realme 9 Pro და 9 Pro Plus არ იქნება პირველი მოწყობილობები ბაზარზე, რომლებშიც ასეთი ეფექტი გამოიყენება. ანალოგიური შესაძლებლობა აქვს გასულ თვეში გამოსულ Vivo V23 Pro-ს. 

არაოფიციალური ცნობების თანახმად Realme 9 Pro აგებული იქნება ჩიპსეტ Qualcomm Snapdragon 695-ის ბაზაზე. მოწყობილობას ექნება ძირითადი კამერა სამი მოდულით, რომელთაგან მთავარი ენსორი 64-მეგაპიქსელიანია, ასევე ექნება 6.59-დუიმიანი თხევადკრისტალური ეკრანი Full HD+ გაფართოებით და 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. მასზე „უფროსი“ Realme 9 Pro Plus დამყარებული იქნება MediaTek Dimensity 920 ჩიპზე, ექნება 6.43-დუიმიანი AMOLED-ეკრანი გაფართოებით Full HD+ და კადრის განახლების სიხშირით - 90 ჰერცი. სმარტფონის სამმოდულიანი ძირითადი კამერა მოიცავს 50-მეგაპიქსელიან სენსორ Sony IMX766-ს, რომელიც ფლაგმანებში გვხვდება. 

მოსალოდნელია, რომ ახალი სმარტფონების წარდგენა შედგება 15 თებერვალს ღონისძიებაზე. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.