Jump to content

Recommended Posts

Posted

ჩინურმა კომპანია Honor-მა მიმდინარე წელი დაიწყო სადებიუტო დასაკეცი სმარტფონის ანონსით. მოწყობილობის სახელწოდებაა Honor Magic V და მასში წარმოდგენილია Snapdragon 8 Gen1 ჩიპი. ბრენდის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კომპანიის თანამშრომლები ზეგანაკვეთურად მუშაობენ და ცდილობენ, რაც შეიძლება მალე მოაგვარონ დეფიციტის პრობლემა. 

image.jpeg 

ჩინეთში ახალი სმარტფონის ყიდვა უკვე შესაძლებელია სარეკომენდაციო ფასად, მიმდინარე თვეში კი მას გლობალურ ბაზარზე წარადგენენ. Honor Magic V-ის გლობალური ვერსიის დებიუტი შედგება მობილური ელექტრონიკის გამოფენა Mobile World Congress 2022-ზე, რომელიც მიმდინარე თვის ბოლო რიცხვიდან იწყება. საკუთარ ღონისძიებას კომპანია ბარსელონაში 28 თებერვალს ჩაატარებს. 

დასაკეც სმარტფონს გააჩნია ძირითადი პანელი 90 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით და დამატებითი 120-ჰერციანი დისპლეი. ეკრანების დიაგონალი შეადგენს 7.9 და 6.45 დუიმს, შესაბამისად. ორივე დისპლეი ორგანულ შუქდიოდური მატრიცის ბაზაზეა აგებული. 

დამატებითი დისპლეი საშუალებას აძლევს მწარმოებლებს უარი თქვან ფრონტალურ კამერაზე. ყველაფრის მიუხედავად Honor Magic V-ში ორი ფრონტალური მოდულია წარმოდგენილი. თითოეული მათგანის გაფართოება შეადგენს 42 მეგაპიქსელს. ძირითად კამერაში გამოყენებულია სამი ოპტიკური მოდული 50 მეგაპიქსელით, ექვივალენტური ფოკუსური დაშორებით -  13 მმ, 20 მმ და 23 მმ. 

მობილური პლატფორმა Snapdragon 8 Gen1 მუშაობს 12 გბ ოპერატიულ მეხსიერებასთან ერთად ყველა მოდიფიკაციაში. ფლეშ-მეხსიერების მოდულის მოცულობა შეადგენს 256 ან 512 გბ-ს, ავტონომოიურობაზე პასუხისმგებელია 4750 მა/სთ მოცულობის ბატარეა. სწრაფი დამუხტვის სიმძავრე 66 ვატს შეადგენს. 

image.jpeg 

Honor Magic V სმარტფონში წარმოდგენილი იქნება პროგრამულ უზრუნველყოფა Magic UI 6.0-ის გლობალური ვერსია და ოპერაციული სისტემა Android 12. ჩინეთში სმარტფონის საბაზისო კომპლექტაცია ღირს 1570 აშშ დოლარი, მაქსიმალური კონფიგურაცია კი  შეფასებულია 1725 აშშ დოლარად. ევროპული ფასების შესახებ ცნობები ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.