Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Counterpoint Technology Market Research-მა შეაფასა სმარტფონების ევროპის ბაზარზე ძალთა გადანაწილება გასული წლის ბოლო კვარტლის შეჯამებით. ინდუსტრიამ არაერთგვაროვანი შედეგები დააფიქსირა. 

image.jpeg 

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ევროპის ბაზარმა ეტაპობრივად აღდგენა დაიწყო კორონავირუსის პანდემიის დარტყმის შემდეგ. თუმცა გაყიდვებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს ელექტრონული კომპონენტების დეფიციტი. 

მის გამო 2021 წლის ბოლო კვარტალში დაფიქსირდა მიწოდების მოცულობის 1%-იანი კლება წლიურ ჭრილში. რეალიზებული მოწყობილობების რაოდენობის მხრივ ლიდერი გახდა სამხრეთკორეული გიგანტი Samsung 33%-იანი წილით. მას მცირედით ჩამორჩება Apple – 32%-ით. სამეულს ხურავს Xiaomi, რომელმაც სმარტფონების ევროპული ბაზრის 15% დაიკავა. რეიტინგში ასევე შევიდნენ Oppo, Realme და Vivo, რომელთა წილობრივმა მაჩვენებლებმა შეადგინა შესაბამისად 7 %, 2 % და 2 %. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Counterpoint Technology Market Research 

წლიურ გაყიდვებს თუ განვიხილავთ, ეს მაჩვენებლები 8%-ით გაიზარდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს დაფიქსირდა 14%-იანი ვარდნა. ამიტომ ინდუსტრია ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა იმ მაჩვენებლებს, რომლებიც პანდემიის დაწყებამდე ფიქსირდებოდა. 

წლიური შეჯამებით პირველ ადგილას კვლავ Samsung-ია. შემდეგ მოდის Apple და Xiaomi 26 % და 20 %-ით, შესაბამისად. ჩინური კომპანიები, Oppo, Realme და Vivo იკავებენ შემდეგ ადგილებს 8 %, 2 % და 1 % შედეგებით.  

image.jpeg 

წყარო: Counterpoint Technology Market Research 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.