Magdalena Posted February 1, 2022 Posted February 1, 2022 დისპლეებისა და მასთან დაკავშირებული პროდუქტების ცნობილმა მწარმოებელმა კომპანია BOE-მ წარადგინა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მონიტორი, რომელიც განკუთვნილია გეიმინგისთვის. წარმოდგენილი პანელის კადრის განახლების სიხშირე 500 ჰერცს აღწევს. ფოტოს წყარო: BOE მოწყობილობის ეკრანი დიაგონალზე 27 დუიმია, გაფართოება - Full HD - 1920 × 1080 პიქსელი. რეაქციის დრო 1 მილიწამს შეადგენს. წარმოდგენილია 8-ბიტიანი ფერის მხარდაჭერა. მონიტორის სხვა მახასიათებლები ჯერჯერობით არ ხმაურდება. უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად კომერციულ ბაზარზე ხელმისაწვდომი გეიმინგ მონიტორები ფლობენ 360 ჰერცამდე კადრის განახლების სიხშირეს. ამგვარ მოდელებთან შედარებით BOE-ს სიახლე დემონსტრირებს სიხშირის დაახლოებით 40%-იან მატებას. ამჟამად ხსენებული პანელი მხოლოდ პროტოტიპის სახით არსებობს. გაყიდვაში მისი შესაძლო გამოსვლის თარიღის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გახმაურებულა. ინტერნეტ-წყაროები ასევე აღნიშნავენ, რომ 500-ჰერციანი დისპლეების პრაქტიკული გამოყენების საკითხი ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. ამგვარ რეჟიმში მუშაობისთვის საჭირო იქნება მეტად მძლავრი აპარატული უზრუნველყოფა, კადრის განახლების მსგავსი სიხშირის დემონსტრირებას კი შეძლებს eSport-ის ტიპის შედარებით „მსუბუქ“ თამაშებში, რომელთაც საშუალო დონის გრაფიკა გააჩნია. https://tinyurl.com/yc73u4jv Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.