Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Lenovo-მ გამოაქვეყნა ახალი ვიდეო-თიზერი, რომელშიც გეიმინგ სმარტფონი Legion Y90-ია წარმოდგენილი. ამავე დროს მსგავსი ინფორმაცია მოწყობილობის შესახებ გამოჩნდა ჩინეთის სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობების სერტიფიცირების ცენტრის (TENAA) ბაზაში.  

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Lenovo 

სმარტფონის კოდური დასახელებაა L71061. ცნობილია, რომ მას აქვს 6.9-დუიმიანი Full HD+ ფორმატის OLED დისპლეი გაფართოებით 2460 × 1080 პიქსელი. კადრის განახლების სიხშირე 144 ჰერც აღწევს, სენსორული ფენის რეაქციის დრო - 720 ჰერცს. 

მოწყობილობაში წარმოდგენილია Qualcomm-ის ფლაგმანური პროცესორი Snapdragon 8 Gen 1. მასში გაერთიანებულია რვა ბირთვი ტაქტის სიხშირით 3.0 გჰც-მდე, ახალი თაობის გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno და მოდემი Snapdragon X65 5G. 

ხელმისაწვდომია 16 გბ ოპერატიული და 512 გბ ფლეშ-მეხსიერება. სმარტფონის ზომა შეადგენს 177 × 78.1 × 10.9 მმ-ს, წონა - 252 გრამს. 

image.jpeg 

Legion Y90-ს ექნება მაღალეფექტური გაგრილების სისტემა ორი ქულერით. ძირითადი კამერა განთავსებულია კორპუსის უკანა ნაწილის ცენტრში. მასში გაერთიანებულია 64-მეგაპიქსელიანი მთავარი ბლოკი და 16-მეგაპიქსელიანი მოდული ულტრაფართოკუთხიანი ოპტიკით. ფრონტალური კამერის გაფართოება 44 მეგაპიქსელს შეიძლება შეადგენდეს. 

და ბოლოს, წარმოდგენილია ორკომპონენტიანი ბატარეა 2 × 2650 მა/სთ კონფიგურაციით. ამრიგად, ბატარეის ჯამური მოცულობა 5300 მა/სთ-ს შეადგენს. 

Lenovo Legion Y90-ის გაგრილების სისტემა, ვიდეო იხილეთ ბმულზე: https://tinyurl.com/2p966ybx 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.