Magdalena Posted February 1, 2022 Posted February 1, 2022 კომპანია Lenovo-მ გამოაქვეყნა ახალი ვიდეო-თიზერი, რომელშიც გეიმინგ სმარტფონი Legion Y90-ია წარმოდგენილი. ამავე დროს მსგავსი ინფორმაცია მოწყობილობის შესახებ გამოჩნდა ჩინეთის სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობების სერტიფიცირების ცენტრის (TENAA) ბაზაში. ფოტოს წყარო: Lenovo სმარტფონის კოდური დასახელებაა L71061. ცნობილია, რომ მას აქვს 6.9-დუიმიანი Full HD+ ფორმატის OLED დისპლეი გაფართოებით 2460 × 1080 პიქსელი. კადრის განახლების სიხშირე 144 ჰერცს აღწევს, სენსორული ფენის რეაქციის დრო - 720 ჰერცს. მოწყობილობაში წარმოდგენილია Qualcomm-ის ფლაგმანური პროცესორი Snapdragon 8 Gen 1. მასში გაერთიანებულია რვა ბირთვი ტაქტის სიხშირით 3.0 გჰც-მდე, ახალი თაობის გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno და მოდემი Snapdragon X65 5G. ხელმისაწვდომია 16 გბ ოპერატიული და 512 გბ ფლეშ-მეხსიერება. სმარტფონის ზომა შეადგენს 177 × 78.1 × 10.9 მმ-ს, წონა - 252 გრამს. Legion Y90-ს ექნება მაღალეფექტური გაგრილების სისტემა ორი ქულერით. ძირითადი კამერა განთავსებულია კორპუსის უკანა ნაწილის ცენტრში. მასში გაერთიანებულია 64-მეგაპიქსელიანი მთავარი ბლოკი და 16-მეგაპიქსელიანი მოდული ულტრაფართოკუთხიანი ოპტიკით. ფრონტალური კამერის გაფართოება 44 მეგაპიქსელს შეიძლება შეადგენდეს. და ბოლოს, წარმოდგენილია ორკომპონენტიანი ბატარეა 2 × 2650 მა/სთ კონფიგურაციით. ამრიგად, ბატარეის ჯამური მოცულობა 5300 მა/სთ-ს შეადგენს. Lenovo Legion Y90-ის გაგრილების სისტემა, ვიდეო იხილეთ ბმულზე: https://tinyurl.com/2p966ybx https://tinyurl.com/3san9ctw Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.