Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Google-მა გასულ წელს წარადგინა ფლაგმანური სმარტფონები Pixel 6 და Pixel 6 Pro. მათ პატენტთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნათ, რომელთა გამო საერთაშორისო სავაჭრო კომისია ცდილობს მათი გაყიდვის აკრძალვას. ამავე დროს კორპორაცია ახალი სმარტფონის პრეზენტაციისთვის ემზადება, მისი სახელწოდება იქნება Google Pixel 6a. 

image.jpeg 

სამომავლო სმარტფონი იქნება მეექვსე თაობის მესამე და ყველაზე მოკრძალებული წარმომადგენელი. მას უფროსი მოდელების მსგავსი დიზაინი ექნება, თუმცა ზომით იქნება უფრო კომპაქტური სტანდარტულ 6.4-დუიმიან სმარტფონებთან შედარებით. სმარტფონის ეკრანის დიაგონალი იქნება 6.2 დუიმი, ფორმატი შეესაბამება Full HD+-ს და არ აქვს გამოსახულების განახლების გაზრდილი სიხშირე. 

ძირითად კამერაში დაყენებული იქნება გამოსახულების სენსორი Sony IMX363. ეს არის 12-მეგაპიქსელიანი მთავარი მოდული 1.4 მკმ პიქსელით, იგი ოთხი წლის წინ გამოვიდა. ოპტიკური ფორმატია 1/2.55 დუიმი. Pixel 6a-ში აგრეთვე გამოყენებული იქნება ულტრაფართოკუთხიანი 12-მეგაპიქსელიანი მოდული სენსორ Sony IMX386-ის ბაზაზე. ფრონტალურ კამერას საფუძვლად დაედება 8-მეგაპიქსელიანი გამოსახულების სენსორი Sony IMX355. 

სმარტფონს ექნება Google-ის მიერ შექმნილი ერთკრისტალიანი სისტემა Tensor. მობილური პროცესორი იმუშავებს 6/8 გბ ოპერატიულ მეხსიერებასთან ერთად. ფლეშ-მოდულის მოცულობა ყველა კომპლექტაციაში 128 გბ-ს შეადგენს. მომწყობილობის ავტონომიურ მუშაობაზე პასუხისმგებელია 4800 მა/სთ მოცულობის ბატარეა 30-ვატიანი სადენიანი დამუხტვის მხარდაჭერით. 

Google Pixel 6a-ს ფასი ჯერჯერობით არ ხმაურდება. სმარტფონი გაიყიდება ოპერაციულ სისტემა Android 12-ით დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე. შეგახსენებთ, მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერის მქონე Pixel 5a მოდელი ამერიკულმა კომპანიამ 450 აშშ დოლარად შეაფასა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.