Jump to content

Recommended Posts

Posted

ჩინურმა კომპანია Lenovo-მ გამოაქვეყნა ახალი თიზერები, რომელთა მიხედვით ცნობილი ხდება ახალ პორტატულ კომპიუტერ Legion Y7000P 2022-ის გარკვეული მახასიათებლები. ამ ლეპტოპის ანონსი უახლოეს დროშია მოსალოდნელი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Lenovo 

ადრე ითქვა, რომ მოწყობილობას ექნება Quad HD ფორმატის დისპლეი გვერდების შეფარდებით 16:9. კადრის განახლების სიხშირე 165 ჰერცს შეადგენს. 

მჯერად ცნობილი გახდა, რომ ლეპტოპის კორპუსის სისქე წინა თაობის მოდელთან შედარებით 11.6%-ით შემცირდება და შეადგენს 19.9 მმ-ს ყველაზე თხელ ნაწილში. წარმოდგენილ სქემატურ გამოსახულებაზე ჩანს ორი USB Type-C პორტი. 

image.jpeg 

აღჭურვილობაში შევა ჯერჯერობით უცნობი პროცესორი TDP-ის მაჩვენებლით 135 ვატი, ასევე გრაფიკული ამაჩქარებელი NVIDIA GeForce RTX 3050 Ti. მოცემულია გაგრილების სისტემა 10 მმ დიამეტრის მქონე სითბური მილებითა და ვენტილატორით. 

image.jpeg 

გეიმინგ ლეპტოპ Legion Y7000P 2022-ის პარალელურად კომპანია Lenovo ამზადებს სხვა ახალ პროდუქტებსაც Legion სერიაში. კერძოდ, გამოვა სმარტფონი Legion Y90, რომელსაც ამჟამად არსებული ცნობებით ექნება 6.9-დუიმიანი Full HD+ ფორმატის დისპლეი, პროცესორი Snapdragon 8 Gen 1, 16 გბ-მდე ოპერატიული და 512 გბ-მდე ფლეშ-მეხსიერება.  

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.