Magdalena Posted January 28, 2022 Posted January 28, 2022 2030 წლისთვის Bitcoin-ის ფასმა შესაძლოა მიაღწიოს 1.36 მლნ აშშ დოლარს, ხოლო Ethereum-ის კაპიტალიზაციამ - 22.5 ტრილიონ აშშ დოლარს. ასეთი გათვლები გააკეთეს საინვესტიციო კომპანია ARK Invest-ის ანალიტიკოსებმა. ციფრულ ოქროსთან მიმართებაში საკუთარი ორიენტირი ექსპერტებმა ახსნეს მოლოდინით, რომ ქვეყნების მიერ მოხდება კრიპტოვალუტის კანონიერ საგადახდო საშუალებად აღიარება, აგრეთვე იმ ფაქტით, რომ იზრდება გლობალური აქტივების კაპიტალიზაციის წილი. ანალიტიკოსები ეყრდნობიან Bitcoin-ის ბლოკჩეინის „ჯანსაღ“ ქსელის მეტრიკას. კერძოდ, მათ ახსენეს BTC-აკუმულირებული მისამართებისა და მათ კუთვნილებაში არსებული მონეტების რიცხვის ზრდა. მათი შეფასებით, 2021 წელს გადაცემული onchain-ღირებულების მოცულობა გაიზარდა 463%-ით 13.1 ტრილიონ აშშ დოლარამდე, რაც 20%-ით აღემატება Visa-ს გადახდების მოცულობას. ETP-ის წილის მიხედვით საჯარო და არასაჯარო კომპანიებზე ნოემბრის ბოლოს მოდიოდა 7.9% Bitcoin-ის ემისიებისგან. ARK Invest ელოდება მაჩვენებლის ზრდას. პირველი კრიპტოვალუტის მოპოვების საკითხში სპეციალისტები პროგნოზირებენ მაინერების ორიენტირის შეცვლას განახლებადი ენერგიის წყაროებზე. ექსპერტების აზრით მომდევნო ათწლეულში Bitcoin-ის კაპიტალიზაცია შეიძლება გაიზარდოს 25.9-ჯერ - 28.5 ტრილიონ აშშ დოლარამდე. შედარებისთვის, ნოემბერში იგივე მაჩვენებელი იყო 10 ტრლნ აშშ დოლარი ოქროზე, 106 ტრლნ აშშ დოლარი - გლობალურ აქციებზე, 124 ტრლნ აშშ დოლარი ობლიგაციებზე და 220 ტრლნ აშშ დოლარი - უძრავ ქონებაზე. ამგვარი სცენარის რეალიზების შემთხვევაში BTC შეფასებული იქნება 1.36 მლნ აშშ დოლარად. ეს ღირებულება შემდგარი იქნება შემდეგი კომპონენტებისგან: ფულადი გადარიცხვები (ბაზრის 50%); განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ვალუტა (ფულის მულტიპლიკატორ M2-ის 10% ტოპ 4 ქვეყნის გამოკლებით); ანგარიშსწორების საშუალება (აშშ-ის ბანკების მაჩვენებლის 25%); სახელმწიფო რეზერვები (მთლიანი მაჩვენებლის 1%); ექსპროპრიაციისგან თავისუფალი აქტივები (ყველაზე მეტად უზრუნველყოფილი მოქალაქეების ქონების 5%); ინსტიტუციონალების ინვესტიციები (აქტივების ბაზის 2.55%); კორპორაციის სარეზერვო აქტივი (იმ კომპანიების 5%, რომელთა აქციები აღირიცხებიან S&P 500 ინდექსში); ციფრული ოქრო (სრულად მოპოვებული ოქროს საბაზრო ღირებულების ნახევარი). წყარო: ARK Invest. Ethereum-ის კაპიტალიზაცია განხილულ პერიოდში შეიძლება გაიზარდოს 56-ჯერ - 22.5 ტრლნ აშშ დოლარამდე. ETH შეძლებს კონკურენციის გაწევას გლობალური ფულის სტატუსის მხრივ იმის ფონზე, რომ DeFi პროტოკოლები ტრადიციულ ფინანსურ ინსტიტუტებს ავიწროებენ. კიდევ ერთი მამოძრავებელი ძალა იქნება NFT-ებისა და Stablecoin-ების შემდგომი პოპულარიზაცია. წყარო: ARK Invest. შეგახსენებთ, Pantera Capital-ის ინვესტიციების თანადირექტორმა ჯოი კრუგმა ივარაუდა, რომ 10-20 წლის შემდეგ ტრანზაქციების ნახევარი Ethereum-ზე იქნება. Fidelity Digital Assets კი პროგნოზირებდა ქვეყნების მიერ Bitcoin-ის შესყიდვას. https://tinyurl.com/2p829mk7 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.