Jump to content

Recommended Posts

Posted

ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ წარადგინა მოდელ Xiaomi CIVI-ს სპეციალური ვერსია. Winter Edition ორიგინალი სმარტფონის ასლს წარმოადგენს, თუმცა გამოირჩევა გაფართოებული ნაკრებით. 

image.png 

თეთრი ფერის ყუთში თავად სმარტფონთან ერთად მოცემულია სამი აქსესუარი: ქეისი, ჩანთა და საკიდიანი ბურთულა. ყველა მათგანი თეთრია და ბეწვით დაფარული. 

Xiaomi CIVI-ს აქვს 6.55-დუიმიანი Full HD+ ფორმატის დისპლეი. მხარდაჭერილია Dolby Vision, HDR10+ და 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე ისევე, როგორც ფლაგმანური მოდელების შემთხვევაში. OLED მატრიცა დაფარულია მეხუთე თაობის Gorilla Glass-ით. დისპლეიში ჩაშენებულია თითის ანაბეჭდის სკანირებისთვის განკუთვნილი ოპტიკური სენსორი. 

სმარტფონში წარმოდგენილია ძირითადი კამერა გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაციის გარეშე, ტელეობიექტივი ოპტიკური ზუმით, მხარდაჭერილია ვიდეოს გადაღება 4K UHD ფორმატში 60 FPS სიხშირით. 4K-თი შესაძლებელია ვიდეოს ჩაწერა მხოლოდ 30 FPS სიხშირით, 60 FPS და 120 FPS სიხშირისთვის კი საჭიროა გაფართოების შემცირება Full HD-მდე, 960 FPS სიხშირის მისაღებად კი - HD-მდე. ძირითად კამერაში წარმოდგენილია მოდულები 64 მპ, 8 მპ და 2 მპ გაფართოებით, სელფი კამერა აგებულია 32-მეგაპიქსელიანი გამოსახულების სენსორის ბაზაზე. 

Xiaomi CIVI-ში მოცემულია 6-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით დამზადებული ერთკრისტალიანი სისტემა Snapdragon 778G. ჩიპსეტში მხარდაჭერილია 5G, აქვს გრაფიკა Adreno 642L, CPU-ის მაქსიმალური სიხშირე კი 2.4 გჰც-ს შეადგენს. ბატარეის მოცულობაა 4500 მა/სთ, აქვს 55-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა და 45 წუთში ნულიდან 100%-მდე იმუხტება. აგრეთვე აღსანიშნავია NFC მოდული, სტერეოდინამიკები და MIUI 12.5 ოპერაციულ სისტემა Android 11-თან ერთად. 

Xiaomi CIVI Winter Edition-ის ფასი 400 აშშ დოლარია. ამ ფასად მომხმარებელი მიიღებს თეთრ სმარტფონს 8 გბ ოპერატიული და 128 გბ შიდა მეხსიერებით. ამ მოდიფიკაციის ორიგინალი მოდელი გაყიდვების დაწყებისას 15$-ით ნაკლები ღირდა. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.