Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

მილიარდერ ანტრეპრენერ ილონ მასკის კომპანია Neuralink მზადაა დაიწყოს ადამიანის ტვინში ჩიპების ჩანერგვის ტესტირება - ამჟამად გამოცხადებულია ვაკანსია კლინიკური კვლევების დირექტორის პოზიციაზე. ვაკანსიის აღწერაში ნათქვამია, რომ ხელმძღვანელი გააკონტროლებს შესაბამისი ტექნოლოგიების ტესტირებას ადამიანებზე. 

Neuralink-ის ჩიპების გამოყენება იგეგმება სხვადასხვა დაავადებისა და თავის ტვინის ტრავმების მკურნალობისთვის. სპეციალისტების ჩანაფიქრის თანახმად ჩიპები ისეთ ადამიანებს მისცემენ კიდურების ამოძრავების საშუალებას, ვინც, მაგალითად, ინსულტის, ქალა-ტვინის ტრავმის ან ნევროლოგიური დაავადებების შედეგად ნაწილობრივ ან სრულიად დაკარგეს მოძრაობის უნარი. პარალელურად, ჩიპები შესაძლოა ასევე სასარგებლო აღმოჩნდეს დეპრესიული ან სხვა აფექტური აშლილობის მკურნალობისას. 
მჟამად Neuralink-ის მოწყობილობები ფორმით და ზომით პატარა მონეტას მოგვაგონებს. აკუმულატორი მუშაობს დაახლოებით 24 საათის განმავლობაში, გათვალისწინებულია ძილის დროს მაგნიტური დამუხტვა. კომპანიის ინჟინრების წინაშე მდგომი მთავარი ამოცანაა სამომავლოდ შემცირდეს ჩიპის ფიზიკური ზომა, აგრეთვე მოხდეს დამუხტვის დამატებითი მეთოდების ძიება, რაც მაქსიმალურად ნაკლებად დაამძიმებს მომხმარებელს. 

Posted

სხეულის ტემპერატურის დიდი ცვლილების შედეგად წარმოქმნილი ელექტროიმპულსებითაც შეიძლება მუხტის მიღება,
პატარა მონეტის ზომის მოთავსებითვის საჭირო ადგილით  და დიდი ტემპერატურის ცვლილება, რომ ახასიათებს, ასეთი 2 ადგილია ადამიანის სხეულში,
შუბლი და ხელის მტევანი.

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.