Jump to content

Recommended Posts

Posted

მალე მოსალოდნელია გეიმინგ პლანშეტ Lenovo Legion Y700-ის გამოშვება, მისი ზოგიერთი მახასიათებელი უკვე ცნობილია. ჩინურმა კომპანიამ საკუთარ Weibo-ექაუნთზე გამოაქვეყნა ოფიციალური ვიდეო-თიზერი, რომლის წყალობით ცნობილი ხდება ახალი მოწყობილობის დიზაინი და გარკვეული მახასიათებლები. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Lenovo 

ვიდეოს თანახმად პლანშეტი აგებული იქნება ლითონის ჩარჩოზე. ეკრანი შემოსაზღვრულია საკმაოდ წვრილი ჩარჩოთი გვერდებზე და ოდნავ მსხვილი კიდეებით ზედა და ქვედა ნაწილებში. უკანა პანელზე განთავსებულია ერთი ძირითადი კამერა ლედ განათებით, აგრეთვე ლოგოები Lenovo და Legion. 

ვიდეო ასევე გვაცნობებს, რომ Lenovo Legion Y700-ს აქვს 8.8-დუიმიანი ეკრანი გაფართოებით 2560 × 1600 პიქსელი. წინასწარი ცნობებით მას ექნება 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე, სენსორული შრის 240 ჰერცი სიხშირე, 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამა და Dolby Vision-ის მხარდაჭერა. გარდა ამისა, Legion Y700 მომხმარებლებს შესთავაზებს JBL-ის აუდიოსისტემასა და Dolby Atmos-ის მხარდაჭერას. 

image.jpeg 

ადრე გამოქვეყნებული ტესტების ოფიციალური შედეგების თანახმად Legion Y700 უზრუნველყოფს სტაბილურ 119.1 კადრს წამში Honor of King-ში ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ამასთან პლანშეტის კორპუსი არ ცხელდება 36.5 გრადუსზე მეტად 23 გრადუსი ტემპერატურის პირობებში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.