Magdalena Posted January 20, 2022 Posted January 20, 2022 კვლევითი კომპანია Canalys-ის ანგარიშის თანახმად iPhone-ზე მოდიოდა 2021 წლის მეოთხე კვარტალში მიწოდებული ყველა სმარტფონის 20%-ზე მეტი. შედეგად გასული წლის ბოლო სამთვიან პერიოდში Apple გახდა სმარტფონების უმსხვილესი მომწოდებელი. ფოტოს წყარო: Apple სპეციალისტების შეფასებით Apple-ის წილზე მოდიოდა სმარტფონების მსოფლიო მასშტაბის მიწოდების 22%. გაყიდვების ასეთი მასშტაბი განპირობებული იყო iPhone 13 სერიის მოდელებზე მაღალი მოთხოვნით, რომლებიც გასული წლის სექტემბერში გამოვიდა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ Apple-ის მიწოდების მასშტაბი შესაძლოა უფრო დიდი ყოფილიყო, კომპანია იძულებული რომ არ გამხდარიყო მეოთხე კვარტალში სმარტფონების წარმოება შეემცირებინა ძირითადი კომპონენტების დეფიციტის გამო. Apple-ის პრიორიტეტულ ბაზრებზე შენარჩუნებული იყო ახალი iPhone-ების მიწოდების ადკევატური ვადები, თუმცა ზოგიერთ რეგიონში მომხმარებლებს დიდხანს უწევდათ ლოდინი, რომ სმარტფონები მიეღოთ. ფოტოს წყარო: Canalys Apple-მა პირველობა წაართვა Samsung-ს, რომელიც მესამე კვარტალში ლიდერობდა სმარტფონების ბაზარზე. მეოთხე კვარტალში სამხრეთკორეული ტექნოგიგანტი ოდნავ ჩამორჩა ამერიკულ კონკურენტს - მასზე მოდიოდა მიწოდებული სმარტფონების 20%. ერთი წლით ადრე ამ კომპანიებს შორის სხვაობა უფრო არსებითი იყო და 5%-ს აღწევდა. უნდა აღინიშნოს, რომ მეოთხე კვარტალში Samsung ერთადერთი აღმოჩნდა სმარტფონების ხუთ წამყვან მწარმოებელს შორის, რომელმაც გასულ წელთან შედარებით წილის ზრდა დააფიქსირა. მესამე ადგილი დაიკავა Xiaomi-მ, რომელმაც, ისევე როგორც ერთი წლით ადრე, განახორციელა გაყიდული სმარტფონების 12%-ის მიწოდება. OPPO-მ და Vivo-მ დაიკავეს მეოთხე და მეხუთე ადგილები 9 % და 8 %-ით, შესაბამისად. თითოეული ამ კომპანიის წილი წლიური გამოთვლით 1%-ით შემცირდა. სმარტფონების მიწოდების საერთო მოცულობა წლის ჭრილში მხოლოდ 1%-ით გაიზარდა. ამის მიზეზი იყო მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც უპირველეს ყოვლისა შეეხო მცირე კომპანიებს, ტექნოლოგიურ გიგანტებს კი - ნაკლებად. Canalys-მა აღნიშნა, რომ შესაძლოა რამდენიმე წელი გავიდეს, სანამ კომპონენტების მწარმოებლები შეძლებენ საწარმოო სიმძლავრეების საკმარისად გაფართოებას ისე, რომ არსებული მოთხოვნა დააკმაყოფილონ. მოსალოდნელია, რომ ზოგიერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის დეფიციტი 2022 წლის მეორე ნახევრამდე გაგრძელდება. https://tinyurl.com/bdf82b9c Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.