Magdalena Posted January 13, 2022 Posted January 13, 2022 გამოფენა CES 2022-ზე წარდგენილ იქნა ბევრი საინტერესო პროდუქტი. ერთ-ერთია მონიტორი Acer Predator CG48, რომელმაც, კომპანიის აზრით, უნდა ჩაანაცვლოს ტელევიზორი კონსოლებზე თამაშისას. თუმცა მოწყობილობა აგრეთვე გამოდგება პერსონალური კომპიუტერების გეიმერებისთვის. ფოტოს წყარო: Acer Acer Predator CG48-ის ეკრანის დიაგონალი 48 დუიმია. OLED-პანელის გაფართოებაა 4K, კადრის განახლების სიხშირე - 138 ჰერცამდე. მონიტორის კონტრასტულობის კოეფიციენტია 13 000:1 და უზრუნველყოფს 98%-იან DCI-P3 ფერთა გამას. მხარდაჭერილია HDR10. მონიტორს აქვს AMD FreeSync Premium Pro ტექნოლოგიის მხარდაჭერა. მატრიცის რეაგირების დროა 0.1 მილიწამი. მონიტორზე ხელმისაწვდომია HDMI 2.1, ერთი DisplayPort 1.4, ოთხი USB 3.2 Type-A და ერთი Type-C პორტი. Acer Predator CG48 გაყიდვაში გამოვა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში. მოწყობილობის ღირებულება 2499 აშშ დოლარს შეადგენს. https://tinyurl.com/ybmax9t9 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.