Jump to content

Recommended Posts

Posted

ინტერნეტ წყაროების ინფორმაციით კომპანია Motorola გამოსაშვებად ამზადებს ახალი თაობის სმარტფონს დრეკადი დისპლეით - ეს გახლავთ კლასიკური დასაკეცი ფორმ-ფაქტორის Razr 3. 

image.jpeg 

Motorola Razr 5G 

ცნობილია, რომ მოწყობილობას საფუძვლად დაედება Qualcomm-ის პროცესორი Snapdragon 8 Gen 1. ჩიპში გაერთიანებულია რვა ბირთვი ტაქტის სიხშირით 3.0 გჰც-მდე, ახალი თაობის გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno და მოდემი Snapdragon X65 5G, რომელიც საშუალებას იძლევა გადაიცეს მონაცემები 10 გბ/წმ-მდე სიჩქარით.  

გაყიდვაში გამოვა Motorola Razr 3-ის მოდიფიკაციები 6, 8 და 12 გბ ოპერატიული მეხსიერებით. ფლეშ-მეხსიერების მოცულობა იქნება 128, 256 და 512 გბ. 

ცნობილია ძირითადი დრეკადი დისპლეის მახასიათებლებიც: მისი ზომაა 6.7 დუიმი, გაფართოება - 2400 × 1080 პიქსელი. პანელის კადრის განახლების სიხშირე აღწევს 120 ჰერცს. 

image.jpeg 

აღჭურვილობაში შევა 32-მეგაპიქსელიანი სელფი-კამერა, აგრეთვე ძირითადი ორი კამერა 50-მეგაპიქსელიანი OV50A სენსორითა და ულტრაფართოკუთხიანი ბლოკი 13-მეგაპიქსელიანი სენსორით. 

გრეთვე არსებობს ალბათობა, რომ ახალ სმარტფონში რეალიზებული იქნება ულტრაფართოზოლოვანი უსადენო (UWB) ტექნოლოგია. სმარტფონს ექნება NFC კონტროლერი და დამხმარე გარე ეკრანი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.