Jump to content

Recommended Posts

Posted

Xiaomi-მ გასულ წელს გამოუშვა MIX სერიის ორი სმარტფონი. ჯერ გამოვიდა Xiaomi Mi MIX FOLD, კომპანიის პირველი დასაკეცი ფლაგმანი. შემდეგ წარდგენილ იქნა Xiaomi MIX 4 - კომპანიის სადებიუტო სმარტფონი დისპლეიში ჩაშენებული ფრონტალური კამერით. 

image.jpeg 

ამჟამად ჩინური კომპანია ახალი თაობის ფლაგმანებზე მუშაობს. ამჯერად MIX-ის ისტორიაში პირველად ბაზარზე შესაძლოა გამოვიდეს ერთდროულად ორი მოდელი. საუბარია Xiaomi MIX 5-სა და Xiaomi MIX 5 Pro-ზე. ინტერნეტშ გამოჩნდა პირველი ცნობები სამომავლო სიახლეების კამერების შესახებ. 

ორივე მოწყობილობას ექნება გამოსახულების სამი სენსორი გაფართოებით 48 მპ და ერთი 50-მეგაპიქსელიანი სენსორი. ბოლო მათგანი განთავსებული იქნება უკანა კამერის ძირითად მოდულში. 48-მეგაპიქსელიანი სამეულიდან პირველი წარმოდგენილი იქნება ულტრაფართოკუთხიან კამერაში, მეორე - ტელეობიექტივში. მესამე 48-მეგაპიქსელიანი სენსორი გამოყენებული იქნება ფრონტალურ კამერაში. 

Xiaomi MIX 5-სა და Xiaomi MIX 5 Pro-ს ექნება 4K UHD ფორმატის ვიდეოგადაღების მხარდაჭერა 60 FPS-ზე და გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაციის სისტემის მხარდაჭერა. სმარტფონებს შორის განსხვავებებს რაც შეეხება, პირველი - სტანდარტულ მოდელს ექნება ულტრაფართოკუთხიანი კამერა 0,6x მიახლოებით, ხოლო პრო ვერსიას - 0,5x. მეორე - უფროს მოდელს გააჩნია პერისკოპული ტელეობიექტივი 5x ზუმით ხარისხის დაკარგვის გარეშე. სტანდარტულ მოდელში ოპტიკური ზუმი 2x-ს შეადგენს. სმარტფონებში წარმოდგენილი იქნება მობილური 4-ნანომეტრიანი პროცესორი Snapdragon 8 Gen1, 120-ჰერციანი შუქდიოდური დისპლეი და ოპერაციული სისტემა Android 12 საფირმო MIUI 13-თან ერთად.  

Xiaomi MIX 5-ისა და Pro ვერსიის პრეზენტაცია მოსალოდნელია მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ბოლოს.  ფასები ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ საბაზისო მოდიფიკაციის Xiaomi MIX 4 კომპანიამ 780 აშშ დოლარად შეაფასა, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ ოფიციალურად 600 აშშ დოლარად იყიდებოდა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.