Magdalena Posted January 12, 2022 Posted January 12, 2022 Xiaomi-მ გასულ წელს გამოუშვა MIX სერიის ორი სმარტფონი. ჯერ გამოვიდა Xiaomi Mi MIX FOLD, კომპანიის პირველი დასაკეცი ფლაგმანი. შემდეგ წარდგენილ იქნა Xiaomi MIX 4 - კომპანიის სადებიუტო სმარტფონი დისპლეიში ჩაშენებული ფრონტალური კამერით. ამჟამად ჩინური კომპანია ახალი თაობის ფლაგმანებზე მუშაობს. ამჯერად MIX-ის ისტორიაში პირველად ბაზარზე შესაძლოა გამოვიდეს ერთდროულად ორი მოდელი. საუბარია Xiaomi MIX 5-სა და Xiaomi MIX 5 Pro-ზე. ინტერნეტში გამოჩნდა პირველი ცნობები სამომავლო სიახლეების კამერების შესახებ. ორივე მოწყობილობას ექნება გამოსახულების სამი სენსორი გაფართოებით 48 მპ და ერთი 50-მეგაპიქსელიანი სენსორი. ბოლო მათგანი განთავსებული იქნება უკანა კამერის ძირითად მოდულში. 48-მეგაპიქსელიანი სამეულიდან პირველი წარმოდგენილი იქნება ულტრაფართოკუთხიან კამერაში, მეორე - ტელეობიექტივში. მესამე 48-მეგაპიქსელიანი სენსორი გამოყენებული იქნება ფრონტალურ კამერაში. Xiaomi MIX 5-სა და Xiaomi MIX 5 Pro-ს ექნება 4K UHD ფორმატის ვიდეოგადაღების მხარდაჭერა 60 FPS-ზე და გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაციის სისტემის მხარდაჭერა. სმარტფონებს შორის განსხვავებებს რაც შეეხება, პირველი - სტანდარტულ მოდელს ექნება ულტრაფართოკუთხიანი კამერა 0,6x მიახლოებით, ხოლო პრო ვერსიას - 0,5x. მეორე - უფროს მოდელს გააჩნია პერისკოპული ტელეობიექტივი 5x ზუმით ხარისხის დაკარგვის გარეშე. სტანდარტულ მოდელში ოპტიკური ზუმი 2x-ს შეადგენს. სმარტფონებში წარმოდგენილი იქნება მობილური 4-ნანომეტრიანი პროცესორი Snapdragon 8 Gen1, 120-ჰერციანი შუქდიოდური დისპლეი და ოპერაციული სისტემა Android 12 საფირმო MIUI 13-თან ერთად. Xiaomi MIX 5-ისა და Pro ვერსიის პრეზენტაცია მოსალოდნელია მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ბოლოს. ფასები ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ საბაზისო მოდიფიკაციის Xiaomi MIX 4 კომპანიამ 780 აშშ დოლარად შეაფასა, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ ოფიციალურად 600 აშშ დოლარად იყიდებოდა. https://tinyurl.com/m8678h5b Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.