Magdalena Posted January 11, 2022 Posted January 11, 2022 ბრენდმა Honor-მა ოფიციალურად წარადგინა თავისი პირველი, დრეკადი დისპლეის მქონე სმარტფონი, სახელწოდებით Magic V. მოწყობილობის საორიენტაცო ფასი 2200 აშშ დოლარი იქნება. ფოტოს წყარო: Honor ახალი მოდელი პირველი დრეკადი ეკრანის მქონე სმარტფონია, რომელშიც წარმოდგენილია Qualcomm-ის ფლაგმანური პროცესორი Snapdragon 8 Gen 1. ამ ჩიპში გაერთიანებულია რვა ბირთვი, მათ შორის მძლავრი ბირთვი Kryo Prime ტაქტის სიხშირით 3 გჰც-მდე, მეშვიდე თაობის ხელოვნური ინტელექტის ძრავი Qualcomm AI Engine და ახალი თაობის გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno. ინტეგრირებული მოდემი Snapdragon X65 5G საშუალებას იძლევა აბონენტის მხარეს მონაცემები გადაიცეს 10 გბ/წმ-მდე სიჩქარით. ფოტოს წყარო: Honor Magic V-ს ძირითადი დისპლეი დამზადებულია წიგნის ფორმის სახით და იკეცება კორპუსის შიდა მიმართულებით. ეს გახლავთ OLED-პანელი ზომით 7.9 დუიმი, გაფართოებით - 2272 × 1984 პიქსელი და კადრის განახლების სიხშირით - 90 ჰერცი. კორპუსის გარე მხარეს განთავსებულია დამატებითი 6.45-დუიმიანი OLED ეკრანი. მისი გაფართოება შეადგენს 2560 × 1080 პიქსელს, კადრის განახლების სიხშირე - 120 ჰერცს. ფოტოს წყარო: Digital Trends ფრონტალურ ნაწილზე განთავსებულია 42-მეგაპიქსელიანი კამერა მაქსიმალური დიაფრაგმით f/2,4. უკანა კამერა მოიცავს სამ 50-მეგაპიქსელიან სენსორს, მათ შორისაა ულტრაფართოკუთხიანი ოპტიკა. დაკეცილი სმარტფონის ზომა 160,4 × 72,7 × 14,3 მმ-ს შეადგენს, გაშლილ მდგომარეობაში - 160,4 × 141,1 × 6,7 მმ-ს. მოწყობილობა 293 გრამს იწონის. Honor Magic V სმარტფონის ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა 12 გბ, ფლეშ-მეხსიერება კი - 256 ან 512 გბ. კვებას უზრუნველყოფს 4750 მა/სთ მოცულობის ბატარეა USB Type-C პორტის მეშვეობით სწრაფი 66-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით. https://tinyurl.com/2p9fcnyd Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.