Jump to content

Recommended Posts

Posted

ბრენდმა Honor-მა ოფიციალურად წარადგინა თავისი პირველი, დრეკადი დისპლეის მქონე სმარტფონი, სახელწოდებით Magic V. მოწყობილობის საორიენტაცო ფასი 2200 აშშ დოლარი იქნება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Honor 

ახალი მოდელი პირველი დრეკადი ეკრანის მქონე სმარტფონია, რომელშიც წარმოდგენილია Qualcomm-ის ფლაგმანური პროცესორი Snapdragon 8 Gen 1. ამ ჩიპში გაერთიანებულია რვა ბირთვი, მათ შორის მძლავრი ბირთვი Kryo Prime ტაქტის სიხშირით 3 გჰც-მდე, მეშვიდე თაობის ხელოვნური ინტელექტის ძრავი Qualcomm AI Engine და ახალი თაობის გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno. ინტეგრირებული მოდემი Snapdragon X65 5G საშუალებას იძლევა აბონენტის მხარეს მონაცემები გადაიცეს 10 გბ/წმ-მდე სიჩქარით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Honor 

Magic V-ს ძირითადი დისპლეი დამზადებული წიგნის ფორმის სახით და იკეცება კორპუსის შიდა მიმართულებით. ეს გახლავთ OLED-პანელი ზომით 7.9 დუიმი, გაფართოებით - 2272 × 1984 პიქსელი და კადრის განახლების სიხშირით - 90 ჰერცი. 

კორპუსის გარე მხარეს განთავსებულია დამატებითი 6.45-დუიმიანი OLED ეკრანი.  მისი გაფართოება შეადგენს 2560 × 1080 პიქსელს, კადრის განახლების სიხშირე - 120 ჰერც. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Digital Trends 

ფრონტალურ ნაწილზე განთავსებულია 42-მეგაპიქსელიანი კამერა მაქსიმალური დიაფრაგმით f/2,4. უკანა კამერა მოიცავს სამ 50-მეგაპიქსელიან სენსორს, მათ შორისაა ულტრაფართოკუთხიანი ოპტიკა. 

დაკეცილი სმარტფონის ზომა 160,4×72,7×14,3 მმ-ს შეადგენს, გაშლილ მდგომარეობაში - 160,4×141,1×6,7 მმ-ს. მოწყობილობა 293 გრამს იწონის.  

image.jpeg 

Honor Magic V სმარტფონის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 12 გბ, ფლეშ-მეხსიერება კი - 256 ან 512 გბ. კვებას უზრუნველყოფს 4750 მა/სთ მოცულობის ბატარეა USB Type-C პორტის მეშვეობით სწრაფი 66-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.