Magdalena Posted December 25, 2021 Posted December 25, 2021 Lenovo-ს სამომავლო გეიმინგ სმარტფონის შესახებ ცნობები გაასაჯაროვა კომპანიის პროდუქტების მენეჯერმა Lin Lin-მა. მან Weibo-ზე დაწერა, რომ მოწყობილობა Legion Y90-ის პროცესორის ტემპერატურა არ აღემატება 38.9 გრადუსს თამაშის დაწყებიდან 20 წუთის შემდეგაც კი წამში 120 კადრზე მეტი სიხშირის პირობებში. ფოტოს წყარო: Lenovo 38.9 გრადუსი ტემპერატურა მეტად დაბალია, როდესაც საუბარი ეხება გეიმინგ მოწყობილობის ჩიპსეტს. ფლაგმანური სმარტფონების უმეტესობა ბევრად მეტად ცხელდება თამაშისას ნაკლებ დროში ისეთ დონემდე, რომ საჭირო ხდება სიხშირისა და ეკრანის სიკაშკაშის შემცირება, რათა თავიდან აცილებულ იქნას გადახურება. როგორც ჩანს, Legion Y90-ს ამგვარი რამ არ ემუქრება. Y90-ს ექნება ინტეგრირებული ქულერი, რომელიც ხელს უწყობს ჩიპსეტ Snapdragon 8 Gen 1-ის გაგრილებას. თამაშების დეველოპერები, როგორც ჩანს, კარგად არიან გაცნობიერებულნი სმარტფონის გაგრილების შესაძლებლობებში. შედეგად, Honor of Kings, რომელსაც აქვს გლობალური ვერსია სახელწოდებით Arena of Valor, მოწყობილობაზე იმუშავებს წამში 120 კადრი სიხშირით. Lenovo Legion Y90 წარმოდგენილი იქნება გეიმინგ პლანშეტ Y700-სა და ლეპტოპ Y9000P-თან ერთად. მოსალოდნელია, რომ ამ მოწყობილობების პრეზენტაცია ვირტუალურად შედგება გამოფენა CES 2022-ზე - ფიზიკურ მონაწილეობაში კომპანიამ უარი კორონავირუსის საფრთხის გამო თქვა. https://tinyurl.com/2p8m2kks
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now