Magdalena Posted December 24, 2021 Posted December 24, 2021 კრიპტო ბირჟა Kraken-მა შეიძინა სტეიკინგისთვის განკუთვნილი პლატფორმა Staked. კომპანიამ გარიგებას უწოდა "ინდუსტრიაში ერთ-ერთი უდიდესი შენაძენი", თუმცა ფინანსური დეტალები არ გაუხმაურებია. პრეს-რელიზის თანახმად შენაძენი შეავსებს Kraken-ის უკვე არსებულ სტეიკინგ-შემოთავაზებას და მომხმარებლებს საშუალებას მისცემს მიიღონ სარგებელი საკუთარი კრიპტოვალუტებით აქტივებზე სრული კონტროლის შენარჩუნების პირობებში. „ჩვენი სტეიკინგ-საქმიანობის წარმატება მოწმობს იმას, რომ Kraken გახდა რაღაც უფრო მეტი, ვიდრე კასტოდიანი და სავაჭრო პლატფორმა. ჩვენ გავხდით სრულფასოვანი კრიპტო პლატფორმა პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტით საცალო, პროფესიონალი და ინსტიტუციონალი მომხმარებლების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად“, - განაცხადა ბირჟის ხელმძღვანელმა ჯეს პაუელმა. ადრე სტეიკინგისა და ციფრული აქტივებისგან სხვა შემოსავლების მონაცემების მომწოდებელმა Staking Rewards-მა ინვესტირების რაუნდი დახურა 3.2 მლნ აშშ დოლარითა და 6-ჯერ მეტი გამოწერით. მას ხელმძღვანელობდნენ Galaxy Digital, Digital Currency Group და CoinShares. https://tinyurl.com/2ex572eh Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.