Jump to content

Recommended Posts

Posted

LG Display-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანია ემზადება გამოფენა CES 2022-ზე OLED-პანელებით აღჭურვილი ორი სისტემის კონცეპტის წარსადგენად. პირველი პროექტის სახელწოდებაა Media Chair და იგი განკუთვნილია რელაქსაციისთვის, მეორის დასახელებაა Virtual Ride და იგი პირიქით - სახლის პირობებში სპორტით დაკავებისთვის არის განკუთვნილი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: engadget.com 

Media Chair შედგება სავარძლისა და მის წინ განთავსებული 55-დუიმიანი რკალისებრი OLED-დისპლეისგან, რომლის სიმრუდის რადიუსია 1500 მმ - ეკრანი შესაძლებელია განთავსდეს ჰორიზონტალურ ან ვერტიკალურ მდგომარეობაში. LG Display-მ ეკრანი განათავსა მომხმარებლების თვალებისგან ოპტიმალური დაშორებით, უზრუნველყოფილია თვალთახედვის ვრცელი არე, ამასთან არ იქმნება თვალებზე დიდი დატვირთვა. სისტემის ხმის წყაროა სავარძელში ინტეგრირებული დინამიკები, აგრეთვე თავად OLED-ეკრანი - მასში მხარდაჭერილია ტექნოლოგია Cinematic Sound OLED (CSO). სისტემა იმართება იდაყვის დასაყრდნობში ჩაშენებული სენსორული დისპლეის მეშვეობით. 

image.jpeg 

სისტემა Virtual Ride-ში გამოყენებულია სამი 55-დუიმიანი OLED-დისპლეი 4K გაფართოებით, მათთან ერთად სავარძლის ნაცვლად განთავსებულია ველოტრენაჟორი. ეკრანებს ცვლადი სიმრუდე აქვთ, რადიუსის მინიმალური მაჩვენებელი მხოლოდ 500 მილიმეტრია - სისტემა ქმნის სუფთა ჰაერზე ველოსიპედით სეირნობის ილუზიას. LG Display-ს ვერსიით ამგვარი კონსტრუქცია შესაძლებელია გახდეს ვირტუალური რეალობის სისტემების ერთგვარი ალტერნატივა. 

კომპანია ჯერ არ გამოუცხადებია მსგავსი სისტემების გასაყიდად გამოშვების გეგმების შესახებ - ეს მხოლოდ კონცეპტებია, რომლებიც ასახავს OLED-პანელების შესაძლებლობებს. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.