Jump to content

Recommended Posts

Posted

ტაივანურ გამომცემლობა Taiwanese Commercial Times-ის ახალი მასალის თანახმად Apple გეგმავს საფირმო კომპიუტერებისთვის განკუთვნილ ახალი თაობის ერთკრისტალიანი პლატფორმების გამოშვებას წელიწადნახევარში ერთხელ. შეგახსენებთ, რომ iPhone-ისა და Apple Watch-ისთვის განკუთვნილი ჩიპების განახლებას კომპანია წელიწადში ერთხელ ახორციელებს. 

image.jpeg 

სტატიაში, რომელიც ინდუსტრიულ წყაროებს ეყრდნობა, ნათქვამია, რომ მომავალი თაობის ჩიპები - Apple M2, 2022 წლის მეორე ნახევარში გამოვა. ეს პროცესორები მუშავდება კოდური დასახელებით - Staten. M2 Pro და M2 Max ჩიპების გამოსვლა მოსალოდნელია 2023 წლის მეორე ნახევარში. ცნობილია, რომ M2 სერიის პროცესორები წარმოებული იქნება 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, M3 ჩიპსეტები კი, რომელთა გამოსვლა 2024 წლის დასაწყისშია მოსალოდნელი, დამყარებული იქნება TSMC-ის 3-ნანომეტრიან ტექნოლოგიაზე. 

შეგახსენებთ, რომ Apple-მა თავისი პირველი, კომპიუტერებისთვის განკუთვნილი ჩიპსეტი M1 წარადგინა 2020 წლის ნოემბერში. წელიწადზე ნაკლებ დროში სერია გაფართოვდა M1 Pro და M1 Max მოდელებით, რომელთა დებიუტი შედგა ბოლო თაობის MacBook Pro-ში. 

მიიჩნევა, რომ M2 ჩიპზე დამყარებული პირველი კომპიუტერი იქნება მომავალი თაობის MacBook Air, რომელიც, გავრცელებული ხმების თანახმად, წარდგენილი იქნება მომდევნო წლის მეორე ნახევარში. აქტუალური პლატფორმა M1-ს მქონე ბოლო კომპიუტერი კი შესაძლოა იყოს 27-დუიმიანი iMac, რომლის გამოშვება მოსალოდნელია 2022 წლის გაზაფხულზე. სავარაუდოდ, ეს იქნება მაღალი წარმადობის მოდელი, რომელიც მომხმარებლებს შესთავაზებს M1 Pro და M1 Max ჩიპებს, ისევე როგორც ახალ 14- და 16 დუიმიან MacBook Pro-ებში. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.