Jump to content

Recommended Posts

Posted

ჩინურმა კომპანია Huawei-მ წარადგინა სმარტფონ P50 Pocket-ის ოფიციალური ფოტოები, ინტერნეტ-წყაროებმა კი ამ მოწყობილობის ტექნიკური მახასიათებლები გაასაჯაროვეს. 

image.jpeg 

ხალი მოწყობილობა იქნება Huawei-ს პირველი სმარტფონი დრეკადი ეკრანით, მისი ფორმატი კლასიკური დასაკეცი სმარტფონის დიზაინს შეესაბამება. ცნობილია, რომ ეკრანის ზომა დიაგონალზე 6.85 დუიმს შეადგენს. 

გარე მხარეს წარმოდგენილი იქნება დამატებითი მრგვალი ეკრანი, რომლის ზომა 1 დუიმია. ამ პანელზე აისახება შეტყობინებები და სხვადასხვა ინფორმაცია. გარდა ამისა, მომხმარებლებს შეეძლებათ ეს დისპლეი გამოიყენონ, როგორც ვიდეომძებნელი სელფების გადაღებისას. 

ცნობილია მრგვალი ფორმის მრავალმოდულიანი კამერის მახასიათებლებიც. მის შემადგენლობაში შევა 50-მეგაპიქსელიანი ძირითადი სენსორი, 13-მეგაპიქსელიანი სენსორი და 8-მეგაპიქსელიანი კომპონენტი. მხარდაჭერილია სამმაგი ოპტიკური ზუმი. 

image.jpeg 

მოსალოდნელია, რომ სმარტფონში წარმოდგენილი იქნება პროცესორი Qualcomm Snapdragon 888 და 66-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერის მქონე ბატარეა. 

ფოტოებზე გამოსახულია ოქროსფერი Huawei P50 Pocket, თუმცა ბაზარზე სხვა მოდიფიკაციებიც გამოვა. სმარტფონის პრეზენტაცია 23 დეკემბერს შედგება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.