Magdalena Posted December 18, 2021 Posted December 18, 2021 ჩინურმა კომპანია Huawei-მ წარადგინა სმარტფონ P50 Pocket-ის ოფიციალური ფოტოები, ინტერნეტ-წყაროებმა კი ამ მოწყობილობის ტექნიკური მახასიათებლები გაასაჯაროვეს. ახალი მოწყობილობა იქნება Huawei-ს პირველი სმარტფონი დრეკადი ეკრანით, მისი ფორმატი კლასიკური დასაკეცი სმარტფონის დიზაინს შეესაბამება. ცნობილია, რომ ეკრანის ზომა დიაგონალზე 6.85 დუიმს შეადგენს. გარე მხარეს წარმოდგენილი იქნება დამატებითი მრგვალი ეკრანი, რომლის ზომა 1 დუიმია. ამ პანელზე აისახება შეტყობინებები და სხვადასხვა ინფორმაცია. გარდა ამისა, მომხმარებლებს შეეძლებათ ეს დისპლეი გამოიყენონ, როგორც ვიდეომძებნელი სელფების გადაღებისას. ცნობილია მრგვალი ფორმის მრავალმოდულიანი კამერის მახასიათებლებიც. მის შემადგენლობაში შევა 50-მეგაპიქსელიანი ძირითადი სენსორი, 13-მეგაპიქსელიანი სენსორი და 8-მეგაპიქსელიანი კომპონენტი. მხარდაჭერილია სამმაგი ოპტიკური ზუმი. მოსალოდნელია, რომ სმარტფონში წარმოდგენილი იქნება პროცესორი Qualcomm Snapdragon 888 და 66-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერის მქონე ბატარეა. ფოტოებზე გამოსახულია ოქროსფერი Huawei P50 Pocket, თუმცა ბაზარზე სხვა მოდიფიკაციებიც გამოვა. სმარტფონის პრეზენტაცია 23 დეკემბერს შედგება. https://tinyurl.com/mr3f99p5 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.