Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

საპილოტე ტესტირების ფარგლებში WhatsApp აშშ-ში მცხოვრებ მომხმარებლებ „შეზღუდულ წრეს“ საშუალებას მისცემს განახორციელონ კრიპტო გადახდები მესინჯერის მეშვეობით. აპლიკაციაში მოხდა ციფრულ საფულე Novi-ს ინტეგრირება, რომელიც კორპორაცია Meta-ს ეკუთვნის. 

„არსებობს ახალი გზა ციფრული საფულ Novi-ს საცდელად. დღეიდან აშშ-ის მომხმარებელთა შეზღუდულ რაოდენობას შეეძლება ფულის გაგზავნა და მიღება Novi-ის გამოყენებით WhatsApp-ის საშუალებით. ოჯახისთვის და მეგობრებისთვის ფულის გაგზავნა ახლა ისეთივე მარტივია, როგორც შეტყობინებების გაგზავნა“, - წერს სტეფან კასრიელი, Meta-ს გადახდების განყოფილების მომავალი ხელმძღვანელი. 

Novi-ს ვებ-გვერდის მიხედვით ინტეგრაცია გულისხმობს მესინჯერში Pax Dollar (USDP) Stablecoin-ებით საკომისიოს გარეშე ტრანზაქციებს. კომპანიას არ დაუწესებია შეზღუდვები გადახდების სიხშირეზე ან მათ მოცულობაზე. საბანკო ბარათზე თანხის გადატანის საკომისიო არ მოითხოვება. 

მიმდინარე წლის აგვისტოში Novi-ს განყოფილების ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა დევიდ მარკუსმა გამოაცხადა ციფრული საფულის გასაშვებად მზადყოფნა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ Bitcoin-ბირჟა Coinbase იმოქმედებს, როგორც მეურვე პარტნიორი საპილოტე ტესტირებაში. 

ოქტომბერში ამერიკელი სენატორების ჯგუფმა მოუწოდა Facebook-ის აღმასრულებელ დირექტორ მარკ ცუკერბერგს, დაუყოვნებლივ შეეწყვიტა Novi-ის საპილოტე პროექტი და აეღო ვალდებულება - არ გაეტანა stablecoin Diem ბაზარზე. 

დეკემბრის დასაწყისში მარკუსმა განაცხადა, რომ კომპანიას წლის ბოლომდე დატოვებ. მის ადგილს დაიკავებს კასრიელი, რომელიც ადრე Upwork-ს ხელმძღვანელობდა. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.