Jump to content

Recommended Posts

Posted

მიმდინარე წლის აპრილში TCL-მა წარადგინა სმარტფონ Fold ’n Roll-ის კონცეპტი, რომლის დისპლეი შესაძლებელია დაიკეცოს და დაიხვეს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს აირჩიოს სამი სხვადასხვა ფორმ-ფაქტორი მოწყობილობის გამოყენებისას. აპრილში წარმოდგენილი იყო მხოლოდ რენდერები, ამჯერად კი TCL-მა წარადგინა პროდუქტის მუშა პროტოტიპი. 

image.png 

ფოტოს წყარო: TCL 

ინტერნეტში გამოჩნდა გამოფენა DTC 2021-ზე გადაღებული ვიდეო, რომელზეც ნაჩვენებია სრულიად მუშა პროტოტიპი Fold ’n Roll. მოკლე ვიდეორგოლიდან ჩანს, რომ აპარატული შემადგენლობა უკვე მზადაა, თუმცა ინტერფეისზე კიდევ საჭიროა მუშაობა. ტრანსფორმაციის ფართო შესაძლებლობები Fold ’n Roll სმარტფონს საშუალებას აძლევს მასში გაერთიანდეს ერთდოულად სამი მოწყობილობა: 6.87-დუიმიანი სმარტფონი, 8.85-დუიმიანი კომპაქტური პლანშეტი და სრული ზომის 10-დუიმიანი პლანშეტი. 

TCL Fold and Slide 10" - ვიდეო: https://tinyurl.com/22m42bbn 

სამწუხაროდ, TCL-მა განაცხადა, რომ ვიდეოში ნაჩვენები მოწყობილობა გამიზნულია მისი შვილობილი კომპანია CSOT-ის შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის, რომელიც სპეციალიზებულია დისპლეების შემუშავებასა და წარმოებაზე. მსგავსი კონსტრუქციის სერიული სმარტფონის წარმოებაზე ჯერჯერობით საუბარი არ მიმდინარეობს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.