Magdalena Posted December 8, 2021 Posted December 8, 2021 კომპანია ASUS-მა დააანონსა ახალი თაობის პორტატული კომპიუტერები ExpertBook B5, რომლებიც განკუთვნილია კორპორატიული მომხმარებლებისთვის. სერია მოიცავს სტანდარტულ ExpertBook B5 მოდელს, ასევე ტრანსფორმირებად ვერსია ExpertBook B5 Flipს. წყარო: ASUS კომპაქტურ ლეპტოპებს აქვთ 13.3-დუიმიანი OLED დისპლეი. გამოყენებულია Full HD ფორმატის მატრიცა 1920 × 1080 პიქსელი გაფართოებით. უზრუნველყოფილია 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამის მხარდაჭერა. ლეპტოპ ExpertBook B5 Flip-ის ზედა ნაწილი ბრუნავს 360 გრადუსით, რაც შესაძლებელს ხდის მოწყობილობა გარდაიქმნას სენსორული მართვის მქონე პლანშეტად. პორტატულ კომპიუტერ ExpertBook B5-ში მოცემულია ოთხბირთვიანი პროცესორი Intel Core i5-1135G7 ტაქტის სიხშირით 4.2 გჰც-მდე, მოდიფიკაცია ExpertBook B5 Flip-ში კი - ჩიპი Intel Core i7-1165G7, რომელსაც აქვს ასევე ოთხი ბირთვი, სიხშირე კი - 4.7 გჰც-მდე. მაქსიმალურ კონფიგურაციაში ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 48 გბ-ს შეადგენს. შესაძლებელია M.2 NVMe PCIe 3.0 ფორმატის 512 გბ ან 1 ტბ მოცულობის SSD-ის განთავსება (ტრანსფორმირებად მოდელში). აღჭურვილობაში შედის კლავიატურა განათებით, 720p ფორმატის ვებ-კამერა, Wi-Fi 6 (802.11ax) და Bluetooth 5.0 უსადენო კავშირების ადაპტერები. ხელმისაწვდომია ინტერფეისები USB 3.2 Gen 2 Type-A, Thunderbolt 4 (×2) და HDMI 2.0b, აგრეთვე სტანდარტული 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. გათვალისწინებულია თითის ანაბეჭდის სკანერი მომხმარებლის ბიომეტრიული იდენტიფიკაციისთვის. ლეპტოპი ExpertBook B5 გაიყიდება დაახლოებით 1300 აშშ დოლარად, მოდიფიკაცია ExpertBook B5 Flip-ის ფასი კი 1700 აშშ დოლარიდან იწყება. https://tinyurl.com/2p9bfp5r Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.