Magdalena Posted December 7, 2021 Posted December 7, 2021 კრიპტო ბირჟა BitMart-მა განაცხადა ჰაკერული თავდასხმის შესახებ, რის შედეგად თავდამსხმელებმა მოახერხეს დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარის კრიპტოვალუტის მოპარვა. PechShield-ის ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტებმა ინციდენტის შედეგად ბირჟის ზარალი 100 მლნ აშშ დოლარად შეაფასეს. BitMart-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა Sheldon Xia-მ ასევე დაადასტურა ინციდენტი, მის შესახებ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა და აღნიშნა, რომ პრობლემა დაკავშირებულია Ethereum-ისა და Binance Smart Chain-ის ცხელ საფულეებთან. „ჩვენ გამოვავლინეთ უსაფრთხოების სისტემის მასიური დარღვევა, რომელიც უკავშირდება ერთ-ერთ ცხელ ETH საფულეს და ერთ-ერთ ცხელ BSC საფულეს. ამჟამად ვცდილობთ განვსაზღვროთ ჰაკერების შესაძლო მეთოდები. ჰაკერებმა მოახერხეს დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აქტივების გატანა“, - ნათქვამია Sheldon Xia-ს განცხადებაში. მოგვიანებით მან დაამატა, რომ ბირჟა "ახორციელებს უსაფრთხოების მკაცრ შემოწმებას" და თანხების გატანასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია დროებით შეჩერებულია. არსებული მონაცემების თანახმად 4 დეკემბერს კომპანია PeckShield-მა დააფიქსირა პლატფორმა BitMart-იდან ანომალური რაოდენობის აქტივების გატანის ფაქტი. გაირკვა, რომ მოპარული ტოკენების უდიდეს ნაწილს შეადგენდა Shiba Inu და Stablecoin USDC. მოპარული ფული ჰაკერებმა გაგზავნეს მიქშირების სერვის Ethereum Tornado Cash-ზე, რაც სამომავლოდ გაართულებს მათ მიკვლევას. https://tinyurl.com/27tmnkxa Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.