Jump to content

Recommended Posts

Posted

Lenovo China-ს სამომხმარებლო პროდუქტების მარკეტინგის დირექტორმა Weibo-ზე გამოაქვეყნა ახალი პლანშეტის რეალური ფოტო, რომლის ანონსი უახლოეს დროშია მოსალოდნელი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Weibo / Gizchina 

ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით საუბარი ეხება გეიმინგ დონის კომპაქტურ გაჯეტს. მისი დისპლეის ზომა დიაგონალზე დაახლოებით 8 დუიმი იქნება. 

წარმოდგენილ ფოტოზე ჩანს ფრონტალური კამერა, რომელიც განთავსებულია ეკრანის ირგვლივ არსებულ ერთ-ერთ ჩარჩოზე. ცხადია, მოწყობილობას ექნება უკანა კამერაც, თუმცა სენსორების გაფართოება ჯერჯერობით უცნობია. 

დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ ახალი პროდუქტის გამოშვებით Lenovo აპირებს შევიდეს ბაზრის იმ სეგმენტში, სადაც ახლა დომინირებს Apple iPad mini. ამ პლანშეტს აქვს 8.3-დუიმიანი Liquid Retina დისპლეი 2266 × 1488 პიქსელი გაფართოებით და Apple A15 Bionic პროცესორი. 

image.jpeg 

Lenovo-ს გაჯეტის აპარატული პლატფორმის შესახებ ცნობები ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. შესაძლოა მასში გამოყენებული იყოს Qualcomm Snapdragon-ის ერთ-ერთი საშუალო დონის ჩიპი ან MediaTek Kompanio პროდუქტი. გაყიდვაში სავარაუდოდ გამოვა მოდიფიკაციები ფიჭური კავშირის მხარდაჭერით და მის გარეშე. პროგრამული პლატფორმის სახით გამოყენებული იქნება ოპერაციული სისტემა Android. 

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში პლანშეტების გლობალური მიწოდების მოცულობა 15%-ით შემცირდა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. Canalys-ის შეფასებით ჯამური შედეგია 37.7 მილიონი ერთეული. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.