Jump to content

Recommended Posts

Posted

მაშინ, როცა ასობით ინჟინერი მთელ მსოფლიოში ცდილობს ასწავლოს რობოტებს კიბეებზე ასვლა, მშვიდად გადაადგილება უხეშ რელიეფზე და ასევე ნავიგაცია სივრცეში - ეს ყველაფერი დიდი ხანია გააკეთა Boston Dynamics-მა. რობოტი ძაღლი Spot გაყიდვაში გამოვიდა, თუმცა მისი ფასი 74500 აშშ დოლარი ჰუმანური ნამდვილად არ არის. უფრო მეტიც, მწარმოებელმა მკვეთრად შეზღუდა პოტენციური მყიდველების რაოდენობა და მოითხოვს სპეციალური ფორმის შევსებას, ამასთან რობოტის გაგზავნის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას პოტენციურ მყიდველებს უტოვებს. ცნობილია, რომ რამდენიმე ბლოგერმა უკვე მიიღო რობოტი ძაღლი. Boston Dynamics-მა ასევე გაგზავნა რამდენიმე რობოტი სამხედროებსა და პოლიციას შესამოწმებლად. თუმცა მაშინაც კი, თუ კომპანია გადაწყვეტს მასობრივ გაყიდვებს შეზღუდვების გარეშე, ასეთი შთამბეჭდავი თანხა მიუწვდომელი იქნება პოტენციური მყიდველების უმეტესობისთვის. 

image.jpeg 

ალტერნატივად გვევლინება Xiaomi-ს მსგავსი რობოტი. ჩინურმა კომპანიამ დააანონსა CyberDog, რომელიც ექსპერიმენტირების უზარმაზარ პოტენციალს ფლობს და თანაც ღირს მხოლოდ 1500 აშშ დოლარი. რობო-ძაღლს მთელი რიგი მაღალი წარმადობის სენსორები აქვს, რაც მას საშუალებას აძლევს ავიდეს კიბეე, გააკეთოს სალტო, აგრეთვე გააანალიზოს ახალი ადგილმდებარეობა. მფლობელს შეუძლია იგი გამოიყენოს სტანდარტული სახით - CyberDog დროთა განმავლობაში ისწავლის ახალ ილეთებს, ან მიიღოს წვდომა ღია კოდის მქონე პროგრამულ უზრუნველყოფაზე ექსპერიმენტირების მიზნით.  

რობოტიზებული ძაღლის ოფიციალური გაყიდვა ჯერ არ დაწყებულა, რამდენიმე მოდელი გადაეცა ენთუზიასტებს, რომლებიც მათ რეალურ პირობებში ტესტავენ. ერთ-ერთი ასეთი CyberDog უკვე რამდენჯერმე გამოჩნდა შანხაის ქუჩებში. საინტერესოა ის, რომ მისმა მფლობელმა გამოასწორა მახასიათებელი, რომელსაც ბევრი ნაკლოვანებად მიიჩნევს. ორიგინალ რობო-ძაღლს არ აქვს გამოხატული თავი, მის ნაცვლად განთავსებულია მოძრაობის სენსორები, ლიდარი და ბევრი სხვა რამ. როგორც ჩანს, ენთუზიასტმა, რომელსაც Xiaomi-მ CyberDog-ის წინასწარი ვერსია გადასცა, შეიმუშავა რობოტიზებული თავი და მასში ჩაამონტაჟა ყველა ზემოთხსენებული სენსორი. 

image.png 

შანხაის მაცხოვრებლები აღნიშნავენ რობოტი-ძაღლის უპირატესობებს. უპირველეს ყოვლისა, მისი სეირნობა მაშინ არის შესაძლებელი, როცა თავად მფლობელი მოისურვებს. ძაღლს არ სჭირდება კვება და ის არავის უკბენს. მომავალი დადგა - აცხადებენ თვითმხილველები. სავსებით შესაძლებელია, რომ მალე ქუჩები და სახლები რობოტიზებული ცხოველებით გაივოს, თუმცა მათგან ემოციური უკუკავშირის მიღება უკიდურესად რთული იქნება. 

  • Upvote 1
Posted

 

  • Like 1
Posted
25 minutes ago, George said:

 

კაი ტიპია რა გავაკეთო :D ვიყოლიებდი ცოტახანი მაინც, სანამ ჩემი კატა ნაწილებად დაშლის

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.